აშშ-სა და კანადაში ფილმის “შეუსრულებელი მისია: სასიკვდილო ანგარიშსწორება” მოგება მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა

ტომ კრუზის მონაწილეობით „შეუსრულებელი მისიის“ მორიგი ფილმის მოგებამ აშშ-სა და კანადის კინოთეატრებში სადებიუტო უქმეებზე მხოლოდ 56,2 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა წარმდგენი კინოკომპანია Paramount და კომპანია Skydance მინიმუმ 60 მილიონიან დებიუტს მოელოდნენ.

აგენტ ეთან ჰანტის შესახებ ფილმის სერიის ახალი ნაწილის შემოსავლებმა მსოფლიო მასშტაბით 235 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ფრენჩაიზის რეკორდია.

ფილმის ბიუჯეტი, მარკეტინგის ხარჯების გამოკლებით, დაახლოებით 300 მილიონი დოლარი იყო.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ზაფხული წარუმატებელი აღმოჩნდა გახმაურებული ბლოკბასტერებისთვის და ბევრმა პრემიერამ ვერ გაამართლა შემქმნელების მოლოდინი სადებიუტო შაბათ-კვირას. ეს ეხება ისეთ ფილმებს, როგორებიცაა: „ფლეში“,“ინდიანა ჯონსი და ბედის ბორბალი“, ასევე დისნეის ანიმაციური ფილმი „ელემენტები“.

მოსალოდნელია, რომ ფილმს გაუჭირდება მაყურებლის პრეფერენციებისთვის ბრძოლაში: ამ შაბათ-კვირას გაიმართება ერთდროულად ორი მაღალი მოლოდინის მქონე ფილმის პრემიერა. ესენია - "ბარბი" მარგო რობის და რაიან გოსლინგის მონაწილეობით და "ოპენჰაიმერი", რომლის რეჟისორია კრისტოფერ ნოლანი.

კოკა კვირკველია