საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 1-ელ ნახევარში ქვეყნიდან 990 864 430 აშშ დოლარის ღირებულების 51 011 ცალი მსუბუქი ავტომობილი რეექსპორტი განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით, წლიურად ავტოექსპორტის მაჩვენებელი ღირებულებით ნაწილში 267,3%-ით, ხოლო ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობა 74,6%-ით არის გაზრდილი.
ტოპ-5 ქვეყანა, სადაც წლის პირველ ნახევარში ავტოექსპორტი ყველაზე დიდი რაოდენობით განხორციელდა:
- ყირგიზეთი - 236 017 230 აშშ დოლარი; 5 840 ცალი მსუბუქი ავტომობილი;
- ყაზახეთი - 235 744 650 აშშ დოლარი; 13 916 მსუბუქი ავტომობილი;
- აზერბაიჯანი - 226 101 620 აშშ დოლარი; 14 206 მსუბუქი ავტომობილი;
- სომხეთი - 184 784 450 აშშ დოლარი; 10 235 მსუბუქი ავტომობილი;
- რუსეთი - 52 513 560 აშშ დოლარი; 3 786 მსუბუქი ავტომობილი.
იხილეთ ასევე: აშშ-საქართველო-სომხეთი-საქართველო-რუსეთი - Financial Times-მა ავტომობილების ექსპორტზე სანქციების გვერდის ავლის სქემა გაშიფრა
იხილეთ ასევე: საქართველოს მთავარი ექსპორტიორი სომხეთია - რა გაგვაქვს მეზობელ ქვეყანაში