წელს, გასულ წელთან შედარებით, ხორვატიაში საქართველოდან ექსპორტი 286%-ით გაიზარდა, ქვეყნიდან იმპორტი კი 65%-ით.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 6 თვეში საქართველომ ხორვატიაში 326.3 ათასი აშშ დოლარის პროდუქტი გაიტანა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 93.2 ათასი აშშ დოლარის.
რაც შეეხება იმპორტს, წელს იანვარ-ივნისში ხორვატიიდან 7,030 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის 6 თვეში - 4,635 მლნ აშშ დოლარის. შესაბამისად, წელს ზრდამ 65% შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რაც წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ვიყიდეთ და გავყიდეთ ხორვატიაში.
ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:
- სასუქები მინერალური ან ქიმიური აზოტის, ფოსფორის და კალიუმის შემცველობით - 194 ათასი აშშ დოლარი
- ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან - 74.2 ათასი აშშ დოლარი
- მსუბუქი ავტომობილები - 31.6 ათასი აშშ დოლარი
- კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 8.2 ათასი აშშ დოლარი
- კოლგოტები, მაღალყელიანი წინდები და სხვა წინდის ნაწარმი - 6.9 ათასი აშშ დოლარი
ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:
- პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 731.7 ათასი აშშ დოლარი
- შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 597.5 ათასი აშშ დოლარი
- კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - 520.8 ათასი აშშ დოლარი
- ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით - 374.7 ათასი აშშ დოლარი
- მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 351.6 ათასი აშშ დოლარი
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პრემიერი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.