2023 წლის პირველ ნახევარში, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვამ 1.06 მლრდ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება მხოლოდ ივნისის მონაცემებს, Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, გასულ თვეში სებ-მა BMatch პლატფორმის საშუალებით, 137.6 მლნ დოლარი იყიდა, თუმცა ამავდროულად მოუხდა 17.1 მლნ დოლარის გაყიდვა სავალუტო აუქციონზე.
შეგახსენებთ წელს მარეგულირებელმა რეკორდული შესყიდვა აპრილში განახორციელა, რომლის მოცულობამ 322.4 მლნ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და 5 მილიარდს აჭარბებს.