2023 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.2% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის 2 მაჩვენებელი 3.1%-ით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, 10 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც გასულ თვეში ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა:
- კომბოსტო - 65.8%-ით
- მსხალი - 44.1%-ით
- წიწაკა - 38.7%-ით
- კიტრი - 29.9%-ით
- ტომატ-პასტა - 27.7%-ით
- სიმინდის ფქვილი - 23.8%-ით
- მწვანილი - 22.7%-ით
- ლიმონი 21.3%-ით
- კივი - 21.3%-ით
- ძროხის ხორცი - 16.9%-ით