"ეს ტობავარჩხილამდე მისასვლელი გზაა - შესაძლოა, უხვმა ნალექმა მიწის მასის ჩამოშლა გამოიწვიოს"

მიწის მასის შესაძლო ჩამოშლასა და საგანგაშო მდგომარეობაზე, ამჯერად ტობავარჩხილამდე მისასვლელ გზასთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია. როგორც მოქალაქე აკო თოლორდავა "ბიზნესპრესნიუსთან" ამბობს, ვითარების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა რამდენიმე დღის წინ არის გადაღებული და პრობლემის შესახებ ყველა იმ პირმა იცის, ვინც ამ გზაზე გადაადგილდება.

"ეს ტობავარჩხილამდე მისასვლელი გზაა, რომელსაც ძალიან ბევრი ტურისტი და არამარტო ტურისტი გადის. როგორც ვიდეოებზე ჩანს, შესაძლოა, რომ უხვმა ნალექმა მიწის მასის ჩამოშლა გამოიწვიოს. რამდენიმე დღის წინ არის გადაღებული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი სოფელ მუხურში (ლუგელას ხეობა).

ნებისმიერ მძღოლს რომ კითხოთ, ყველა დაადასტურებს, ვინც მოძრაობს ტობავარჩხილის ტბის მიმართულებით",- ამბობს აკო თოლორდავა.

366309267-3694095344169843-6055685948784703072-n-1691488178.jpg

ftrg4y6r587r8-1691488193.jpg

hgnyrftgjhur56i859-1691488204.jpg

srertg64ry748-1691488215.jpg

ნინი ქეთელაური