საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2023 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) 1 804 529 935 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 123.9%-ით აღდგენაა (+348 461 374 აშშ დოლარი). 2022 წელთან შედარებით კი, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 661 999 720 (+57.9%) აშშ დოლარით.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-ივნისში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლებით ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობს. ჯამში, წლის 1-ელ ნახევარში რუსმა ტურისტებმა საქართველოში 482.1 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს. ეს წლიურად ფაქტობრივად, 120,4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში რუსი მოგზაურებისგან მიღებულმა შემოსავალმა 218.7 მლნ დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარ-ივნისში ქვეყნების მიხედვით საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლები ასეთია: