როტშილდების ოჯახის ყველაზე ძვირად ღირებული სახლები - სად მდებარეობს უძრავი ქონება

როტშილდები, რომლებიც საოცარი სიმდიდრითა და გავლენით არიან ცნობილნი მსოფლიოს მასშტაბით, ტრადიციულად ინარჩუნებენ მდიდრულ სახლებს მთელს ევროპაში.

როტშილდების ოჯახის სახელი დღეს დაკავშირებულია უზარმაზარ სიმდიდრესთან, ძალაუფლებასთან და შეთქმულების თეორიასთან, თუმცა სინამდვილეში, როტშილდები უნიკალური ოჯახია, რომელმაც შეძლო და ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში და უზარმაზარი სიმდიდრე დააგროვა.

მრავალეროვნულმა დინასტიამ მილიარდები საბანკო საქმიანობით დააგროვა. ამშელ როტშილდმა 1700-იან წლებში ფრანკფურტში, მოკრძალებული ბიზნეს საქმიანობით შთამომავლებისთვის წარმოუდგენელი ფინანსური მომავლის შექმნა შეძლო.

შემდეგ მისი შთამომავლები დაქორწინდნენ სამეფო ოჯახის წევრებზე და სხვა შეძლებულ ადამიანებზე- მათ შორის როკფელერებზე და ჰილტონებზე.

ამჟამად, ოჯახის მთლიანი ქონება 400 მილიარდ დოლარს შეადგენს, ზოგიერთი შეფასებით კი 1 ტრილიონ დოლარსაც აღწევს.

წარმოგიდგენთ უძველესი გვარის უძრავი ქონების პორტფოლიოს:

4r56456yrfhyu7r4u7-1691750123.jpg

Waddesdon Manor

ბუკინგემშირში მდებარე ცნობილი როტშილდების რეზიდენცია- Waddesdon Manor, ფუფუნების ნამდვილი მწვერვალია.

მეცხრამეტე საუკუნის ფრანგული სტილის შატოს, რომელიც გამოირჩევა ბრწყინვალე არქიტექტურითა და განსაკუთრებული ბაღებით, National Trust მართავს.

ის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ საკუთრებაა როტშილდების პორტფელში.

gt3wet5475t856-1691750160.jpg

Palais Rothschild

Palais Rothschild არის ისტორიის ძეგლი, რომელიც ავსტრიის ქალაქ ვენაში დგას.

Palais Rothschild საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც უძრავი ქონების ექსკლუზიურ სექტორში განსაკუთრებული ღირებულების პრემიუმ საკუთრება. მდიდრული ინტერიერის მქონე სასახლე განასახიერებს როტშილდების ოჯახის მემკვიდრეობას.

hy54r7uyt6i96700-1691750179.jpg

Faber Palace

Faber Palace ვენაში მდებარეობს.

სასახლე უნიკალური ისტორიული ღირსშესანიშნაობაა, რადგან ის ოჯახის წინაპების ცხოვრების წესსა და მათ გავლენას უსვამს ხაზს.

hy54ru76596-1691750195.jpg

Ephrussi de Rothschild

ვილა Ephrussi de Rothschild მდებარეობს ნიცას მახლობლად, მზისგან დაცულ ფრანგულ რივიერაზე.

სასახლიდან იშლება ხმელთაშუა ზღვის თვალწარმტაცი პანორამები, ოსტატურად დაცული ბაღები და აქვს არაჩვეულებრივი ხელოვნების კოლექციები. შენობა აგებულია ძვირფასი ქვების გამოყენებით.

fre45tgstgedu8r89-1691750218.jpg

Mentmore Towers

I კლასის პრესტიჟული ნაგებობა Mentmore Towers, ბუკინგემშირში მდებარეობს და ნებისმიერი მნახველს მონუსხავს.

წარსული ეპოქის დიზაინით აგებული სასახლე, თანამედროვე დეტალებით არის გაფორმებულო. მისი ისტორიული მნიშვნელობა აძლიერებს მის მიმზიდველობას და ამიტომაც უამრავი ტურისტი სტუმრობს.

ეს არქიტექტურული შედევრი ინახავს როტშილდების ოჯახის მემკვიდრეობასაც.

gft43w6y75tyi7yup0-1691750239.jpg

Château De Ferrières

საფრანგეთში მდებარე Château De Ferrières მნიშვნელოვანი ადგილი უკავია როტშილდების საგვარეულოში.

შატო გამოიყენება მნიშვნელოვანი მოვლენების, წვეულების და მოლაპარაკებების წარმოების დროს. შატოში ოჯახის ძვირფასი ქვები ინახება, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ოჯახის ისტორიაში.

gt4y6r5tfgiky860-1691750258.jpg

Ferreira Mansion

როტშილდები Ferreira Mansion-ს ფლობენ ლისაბონშიც.

სასახლე სიმბოლოა იმისა, თუ როგორ მოიცავს როტშილდების კლანი მთელს მსოფლიოს. სასახლე გამოირჩევა სიმწვანით და გამორჩეული აურით, რაც უამრავ მნახველს იზიდავს.

ki6rf8i7tyoro9t0-1691750345.jpg

Schillersdorf Palace

ისტორიული Schillersdorf Palace მდებარეობს პოლონეთში. აღნიშნული შენობა, როტშილდების სხვა ქონებას შოროს, შედარებით ჩამორჩება. თუმცა ციხის ისტორიული მნიშვნელობა ხელშეუხებელია.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი