რეალურად, პერიმეტრი შეძლებისდაგვარად, დღეის მდგომარეობით ათვისებულია და მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები, ძალიან ინტენსიური სამუშაოებია კოტეჯების არეალში, ისევე როგორც ზედა პერიმეტრში, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ შოვში განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ლოკაციაზე შესაბამისი მობილიზაციაა.
„კიდევ დაგვემატა ლოკაცია და უკვე 10 ლოკაციაზე ცოცხალ ძალასთან ერთად მძიმე ტექნიკა არის ჩართული. ეს არის ალტერნატიული გაჭრილი გზის მოპირდაპირე მხარეს, მეორე ნაპირზე. მნიშვნელოვანია ის, რომ დამატებულ ლოკაციებს წინ უსწრებს უკვე დამატებული ტექნიკა. ყველა ლოკაციაზე შესაბამისი მობილიზაცია არის. დღეის მდგომარეობით, მხოლოდ მძიმე ტექნიკაა, 103 ერთეული, რომელიც კვლავ და კვლავ მაშველების ზედამხედველობით ახორციელებს შველა-ძიების სამუშაოებს.
დანარჩენ ლოკაციაზე ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები. მნიშვნელოვანი იყო გუშინ გზის მიყვანა და ავტომობილების გამოყვანა. გუშინ 10 ერთეული იქნა გამოყვანილი, დღეს კიდევ ათი ერთეული გამოვიყვანეთ, დარჩენილია 5 ერთეული. მათი მფლობელების გამოცხადების შემდეგ გამოყვანილი იქნება ტრანსპორტი. იცით, რომ 1 ცხედარი და სხეულის ფრაგმენტია აღმოჩენილი.
რეალურად, პერიმეტრი შეძლებისდაგვარად, დღეის მდგომარეობით ათვისებულია და მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები, ძალიან ინტენსიური სამუშაოებია კოტეჯების არეალში, ისევე როგორც ზედა პერიმეტრში. ქვემოდანაც დავიწყეთ შესაბამისი სამუშაოები, ზუსტად ეს არის ახალი ლოკაცია, რომელიც საკმაოდ დიდი მასივია და ეს არის ის ახალი ლოკაცია, სადაც შველა-ძიება დაწყებულია “, - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.