მიწის ნაკვეთი ყველაზე ძვირი წყნეთშია -  როგორ შეიცვალა ფასები

­­

2021 წელს თბილისის შემოგარენში მიწის გაყიდვების 39%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ძირითადად პანდემიის გამო მომხმარებლის ქცევის ცვლილებით იყო გამოწვეული. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 2023 წლის პირველ 6 თვეში მიწის ნაკვეთის ყველაზე მეტი ტრანზაქცია დაფიქსირდა ლისზე, ხოლო შემდეგ კი - საგურამოში.

ამასთან, კვლევის თანახმად, 2023 წლის 6 თვეში, ფასების ყველაზე მაღალი დონე წყნეთში დაფიქსირდა, სადაც კვადრატული მეტრის ფასმა 228 აშშ დოლარს მიაღწია. წყნეთის შემდეგ ყველაზე ძვირი მიწის ნაკვეთი ოქროყანასა ($177) და თხინვალაში ($110) ღირს.

miwa-kvleva-1691821849.jpg

„ლისი: გაყიდული ნაკვეთების ფართობი ძირითადად 2000 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია. 2023 წლის იანვარ-ივნისში, მათი წილი მთლიან ტრანზაქციებში 91%-ს შეადგენდა. 2000 კვადრატულ მეტრზე ნაკლები ფართობის მქონე ნაკვეთების საშუალო ფასმა 86$/კვ.მ შეადგინა.

საგურამო: 2023 წლის პირველ ნახევარში გაყიდული ნაკვეთების 55%-ის ფართობი 1000 კვ.მ-ზე ნაკლები იყო, ხოლო 1000-დან 2000კვ.მ-მდე ფართობის ნაკვეთების წილმა 28% შეადგინა. საშუალო გასაყიდმა ფასმა კი 2000კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის ნაკვეთებისთვის 65$/კვ.მ შეადგინა.

ტაბახმელა: 2023 წლის პირველ ნახევარში გაყიდული ნაკვეთების 47%-ის ფართობი 1000კვ.მ-ზე ნაკლები იყო, ხოლო 1000-დან 2000 კვ.მ-მდე ფართობის ნაკვეთების წილმა 43% შეადგინა. საშუალო გასაყიდი ფასი 2000კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის ნაკვეთებისთვის 68$/კვ.მ-ს გაუტოლდა.

წყნეთი: გაყიდული ნაკვეთების ფართობი ძირითადად 2000 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია. 2023 წლის 6 თვეში, მათი წილი მთლიან ტრანზაქციებში 95%-ს შეადგენდა. 2000 კვ.მ-ზე ნაკლები ნაკვეთების საშუალო გასაყიდი ფასი 220$/კვ.მ-ს აღემატებოდა.

კოჯორი: 2023 წლის პირველ ნახევარში კოჯორში გაყიდული ნაკვეთების 67%-ის ფართობი 1000 კვ.მ-ზე ნაკლები იყო, ხოლო 1000-დან 2000 კვ.მ-მდე ფართობის ნაკვეთების წილმა 31% შეადგინა. საშუალო გასაყიდი ფასი კი 2000კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის ნაკვეთებისთვის 71$/კვ.მ იყო.

წავკისი: 2023 წლის 6 თვეში გაყიდული ნაკვეთების 57%-ის ფართობი 1000 კვ.მ-ზე ნაკლები იყო, ხოლო 1000-დან 2000კვ.მ-მდე ფართობის ნაკვეთების წილმა 35% შეადგინა. 2000 კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის ნაკვეთებისთვის საშუალო გასაყიდი ფასი 102 $/კვ.მ-ს გაუტოლდა, რაც 31%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს,“- აღნიშულია კვლევაში.

თაია არდოტელი