ამერიკელმა სელექციონერებმა ავოკადოს ახალი ჯიში გამოიყვანეს

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ავოკადოს ახალი ჯიში გამოიყვანეს, რომელსაც Luna უწოდეს. სიახლეზე ამერიკელი სელექციონერები 50 წელზე მეტია მუშაობდნენ.

გარდა ამისა, მას აქვს ყვავილის ტიპი, რომელიც ისეთი პოპულარული ჯიშისთვის, როგორიც არის Hass, ეფექტურად დამტვერვის საშუალებას იძლევა. ამასთან, Luna-ს სხვა ჯიშებთან შერეულმა დარგვამ შესაძლოა, მაღალი მოსავლიანობა უზრუნველყოს.

„Hass - ავოკადოს მთავარი კომერციული ჯიშია მსოფლიოში, რომელიც პოპულარული გახდა ხარისხიანი ნერგების წყალობით, მაგრამ მისი მთავარი პრობლემაა ხეების ზომა“, - განაცხადა Luna-ს ჯიშის ერთ-ერთმა გამომყვანმა, მერი ლუ არპაიამ. მისი თქმით, პროდუქტის მოკრეფის დროს პრობლემაა მუშათა უსაფრთხოებაც, რადგან მოსავლის ასაღებად გამოიყენება კიბეები.

რაც შეეხება ახალ ჯიშს, ის გამოირჩევა მცირე მოცულობით, რაც მოსავლის აღებას უფრო ეფექტურსა და უსაფრთხოს ხდის. ამასთან, ხეების ნაკლები ზომა საშუალებას იძლევა უფრო მეტი ძირის დაირგოს, ხოლო მოსარწყავად ნაკლები წყალი მოიხმაროს.

avocadoluna-1692098471.png

ავოკადოს ახალი ნერგები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ესპანური კომპანია Eurosemillas SA-სთან პარტნიორობით გავრცელდება, რომელიც Luna UCR ჯიშის ლიცენზიატი გახდა.

ჯიშის პატენტს ვადა 20 წელიწადში ეწურება.

ეკა დარჩიაშვილი