რომელია ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიები მსოფლიოში

ისტორიული სავაჭრო საწარმოებიდან დაწყებული 21-ე საუკუნის ტექნიკური კორპორაციებით დამთავრებული, ამ სიაში შემავალ ბიზნესებს აქვთ ერთი საერთო: მონსტრული საბაზრო კაპიტალი, რომელიც გარკვეულწილად ზოგიერთი თანამედროვე განვითარებული ქვეყნის მშპ-ს აღემატება.

ბოლოს, ყველაზე მასშტაბურ ღირებულებას Apple -მ მიაღწია. იგი გახდა პირველი კომპანია, რომლის კაპიტალიზაციამაც 3 ტრილიონი დოლარს გადააჭარბა.

ამის ფონზე საინტერესოა, რომელია ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიები?

ExxonMobil: 741.8 მილიარდი დოლარი

ამერიკულმა ნავთობისა და გაზის ტიტანმა ExxonMobil-მა 2007 წელს განიცადა რეკორდული მოგება, რის შედეგადაც კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა და კორპორაცია 2007 წლის ოქტომბერში 505,7 მილიარდი დოლარი ღირდა, რაც დღეს 741,8 მილიარდ აშშ დოლარის ექვივალენტია.

ExxonMobile იყო მსოფლიოში ყველაზე ღირებული ფირმა 2000-იანი წლების დასაწყისისთვის.

TSMC: 729,5 მილიარდი დოლარი

კომპანიის მილიარდერი დამფუძნებელი, ყოფილი თავმჯდომარე და ახლა პენსიაზე გასული მორის ჩანგი, Texas Instruments-ში 1987 წლიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით, ბიზნესი გახდა პირველი კომპანია ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე.

SMC-ის კონკურენტები არიან Intel-ი და Samsung-ი, თუმცა ტაივანური კომპანია არის აბსოლუტური გამარჯვებული მთლიანი საბაზრო ღირებულების შედარებისას. მისი შეფასება 2018 წლიდან გაორმაგდა და 2022 წლის იანვარში 729,5 მილიარდ დოლარს მიაღწია.

2022 წლის დასაწყისიდან TSMC-ის აქციები დაეცა. ზოგიერთი ანალიტიკოსი ამას უკრაინაში რუსეთის შეჭრას უკავშირებს. 2023 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით, კომპანიის ღირებულებაა 511,27 მილიარდი დოლარია.

Industrial and Commercial Bank of China (ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკი)- 770,3 მილიარდი დოლარი

1984 წელს დაარსებული Industrial and Commercial Bank of China Limited (ICBC) ამჟამად მსოფლიოში უდიდესი ბანკია.

2022 წელს მან გამოაცხადა უზარმაზარი 49,9 მილიარდი დოლარის ღირებულების წმინდა მოგება.

ბანკის საბაზრო ღირებულება 2007 წლის ოქტომბერში 525,15 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც დღევანდელი ექვივალენტით 770,3 მილიარდი დოლარია. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ეს მაჩვენებელი ძირითადად იგივე დიაპაზონში დარჩა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ზაფხულში კორპორაციის აქციები დაეცა და ბანკმა, როგორც ჩინეთის ყველაზე ღირებული საჯარო კომპანია, პირველი ადგილი დაკარგა. ახლა ის 219,44 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

Berkshire Hathaway: 794 მილიარდი დოლარი

Berkshire Hathaway ფლობს ცნობილი ბრენდების ასორტიმენტს და აქვს აქციები Kraft Heinz-ში, The Coca-Cola Company-სა და Bank of America-ში.

ნებრასკაში დაფუძნებული კონგლომერატი, რომელსაც სათავეში საინვესტიციო გენიოსი უორენ ბაფეტი უდგას, ცნობილია თავისი აქციების ყველაზე მაღალი ფასით ისტორიაში.

Berkshire Hathaway A კლასის ერთი აქცია 534,400 აშშ დოლარი ღირს, რაც კონგლომერატს ამჟამად 769,79 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს. თუმცა, ეს განსაცვიფრებელი თანხაც კი ჩამოუვარდება კომპანიის ყველა დროის რეკორდს- 2022 წლის მარტში Berkshire Hathaway-ის ღირებულებამ 794 მილიარდ დოლარს მიაღწია.

Alibaba: 984,5 მილიარდი დოლარი

ჩინური ელექტრონული კომერციის კონგლომერატი Alibaba 1999 წელს ყოფილმა თავმჯდომარემ ჯეკ მა-მ დააარსა, რომელმაც თანამდებობა 2019 წლის სექტემბერში დატოვა.

უაღრესად წარმატებული კონგლომერატის ღირებულებამ, რომელიც მოიცავს ყველაფერს, ელექტრონული გადახდის სერვისებიდან დაწყებული საძიებო სისტემებით და ღრუბლოვანი გამოთვლებით დამთავრებული, 2020 წლის ოქტომბერში პიკს მიაღწია და 837,8 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა. რაც დღევანდელი კურსის მიხედვით 984,5 მილიარდი დოლარია.

COVID-19 პანდემიის დროს, კომპანიის ფასი კიდევ უფრო გაიზარდა. თუმცა, 2021 წლის მაისიდან აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომმა კონგლომერატის აქციების ფასი დაღმავალ ტრაექტორიაზე გადაიყვანა და მისი შეფასება ამჟამად 256,50 მილიარდი დოლარია.

Tencent: 1 ტრილიონი დოლარი

ჩინური Tencent 1998 წელს დაარსდა. მას შემდეგ ის გახდა მსოფლიოში ყველაზე დიდი სათამაშო კომპანია, პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი სოციალური მედიის ფირმა და გართობისა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური ლიდერი.

მისი შეფასება 2021 წლის თებერვალში 916 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი იყო. რაც დღეის მდგომარეობით 1 ტრილიონ დოლარზე მეტია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თამაშების უფრო მკაცრმა რეგულაციამ შეაჩერა კონგლომერატის ზრდა და შეამცირა მისი აქციების ფასი.

Standard Oil: 1 ტრილიონი+ დოლარი

Standard Oil 1870 წელს, ოქროს ეპოქის მაგნატების ჯონ დ. როკფელერის და ჰენრი ფლაგლერის მიერ დაარსდა.

კომპანიის წარმატების წყალობით, რომელიც აშშ-ში, ნავთობის ინდუსტრიაში მონოპოლიზებული იყო, როკფელერმა თითქმის წარმოუდგენელი სიმდიდრე დააგროვა და გახდა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი.

ზოგიერთი ექსპერტი 1900-იანი წლების დასაწყისში მის ინფლაციაზე მორგებულ ღირებულებას 1 ტრილიონ დოლარად აფასებს.

1911 წელს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ Standard Oil იყო არალეგალური მონოპოლია, რის შედეგადაც იგი რამდენიმე მცირე ფირმებად დაიშალა.

General Electric: 1.05 ტრილიონი დოლარი

1892 წლით დათარიღებული General Electric (GE) მე-20 და 21-ე საუკუნის დასაწყისში ნამდვილად ყვაოდა. აშშ-ს კონგლომერატმა, რომელიც მოიცავს სამომხმარებლო ელექტრონიკას, ენერგეტიკას, ავიაციას, ჯანდაცვას, წარმოებას 594 მილიარდ დოლარის ღირებულებით 2000 წლის აგვისტოში ღირებულების პიკს მიაღწია, რაც დღევანდელი მონაცემებით 1,05 ტრილიონი დოლარის ექვივალენტია.

NVIDIA: 1,15 ტრილიონი დოლარი

NVIDIA არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპიუტერული ჩიპების დეველოპერი. მისი გრაფიკული პროცესორები ფართოდ გამოიყენება თამაშებისთვის.

კალიფორნიურმა კომპანიამ 2021 წლის ნოემბერში მისი ღირებულება გააორმაგა და 822 მილიარდ დოლარს მიაღწია.

2023 წლის პირველ ექვს თვეში NVIDIA-ს ღირებულება დაახლოებით 200%-ით გაიზარდა. მაისის ბოლოს ბიზნესი ოფიციალურად შეუერთდა 1 ტრილიონ დოლარიან კლუბს.

მისი შეფასება ამჟამად 1,15 ტრილიონი დოლარია.

Facebook: 1.2 ტრილიონი დოლარი

2004 წელს მარკ ცუკერბერგის მიერ ჰარვარდის საერთო საცხოვრებელ ოთახში დაარსებულმა Facebook-მა მსოფლიო დაიპყრო.

სოციალური მედიის გიგანტმა, რომელიც ახლა ცნობილია როგორ „მეტა“, 2018 წელს 55,8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოიპოვა და მისი შეფასება იმ წლის ივლისში 629 მილიარდი დოლარი იყო. თუმცა, აღმავალი ტენდენცია დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან Cambridge Analytica-ს მონაცემების სკანდალმა ინვესტორების ნდობა შეარყია და აქციების ფასი დაეცა.

თუმცა, 2020 წლის დასაწყისში ხანმოკლე ვარდნის შემდეგ, ტექნიკური გიგანტი აღდგა.

2021 წლის სექტემბერში, Meta Platforms-ზე რებრენდის გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე - Facebook-ის საბაზრო ღირებულებამ ტრილიონ დოლარის ზღვარს გადააჭარბა და 1.07 ტრილიონს მიაღწია, რაც დღეს დაახლოებით 1.2 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

თუმცა, 2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით, მისი ღირებულება დაახლოებით 816 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Tesla: 1.38 ტრილიონი დოლარი

Tesla-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ელონ მასკი ამჟამად ყველაზე მდიდარი ადამიანია მსოფლიოში, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ელექტრო მანქანების მწარმოებელი მსოფლიოში მეშვიდე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა.

მწარმოებლის აქციების ფასი 2021 წლის ოქტომბერში მას შემდეგ გაიზარდა, რაც მან 4 მილიარდი დოლარის გარიგება გააფორმა.

ამ მოგებამ აჩვენა, რომ კომპანიის შეფასებამ გადალახა ტრილიონიანი ზღვარი. ნოემბერში Tesla-მ პიკს მიაღწია და 1,23 ტრილიონ აშშ დოლარად იყო შეფასებული. რაც დღეის ექვივალენტით 1,38 ტრილიონი აშშ დოლარია. ამჟამად კომპანიის ღირებულება 818 მლრდ დოლარია.

PetroChina: 1.6 ტრილიონი დოლარი

PetroChina იყო მსოფლიოში პირველი ბიზნესი, რომელმაც ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

2007 წლის ნოემბრის დასაწყისში შანხაის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა და 1,1 ტრილიონ დოლარიან პიკს მიაღწია. 2023 წლის ექვივალენტით ეს 1.6 ტრილიონი დოლარია.

დღესდღეობით, კომპანია 198,77 მილიარდი დოლარი ღირს.

Amazon: 2.1 ტრილიონი დოლარი

კიდევ ერთი კომპანია, რომელმაც 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია, არის Amazon.

1994 წელს ჯეფ ბეზოსის მიერ დაარსებული, ელექტრონული კომერციისა და ღრუბლოვანი გამოთვლების მხარდამჭერი კომპანია 2018 წლის სექტემბერში 1 ტრილიონი დოლარი ღირდა.

მისი შეფასება მას შემდეგ კიდევ გაიზარდა და მიაღწია რეკორდულ 1,88 ტრილიონ დოლარს. რაც დღეს დაახლოებით 2,1 ტრილიონი დოლარია.

Amazon-ის ამჟამინდელი ღირებულება დაახლოებით 1,35 ტრილიონი დოლარია, რაც მას ხდის მეხუთე ყველაზე ძვირ კომპანიას მსოფლიოში.

Alphabet: 2.2 ტრილიონი დოლარი

Google-ის მშობელი კომპანიის Alphabet-ის ღირებულებამ 2020 წლის იანვარში ტრილიონ დოლარს მიაღწია, რითაც ის მეოთხე ტრილიონ დოლარიანი ამერიკული კომპანია გახდა.

2021 წლის ნოემბერში, ბიზნესმა ფინანსური წარმატების პიკს მიაღწია - 1,98 ტრილიონი აშშ დოლარით, რაც დღევანდელი კურსით 2,2 ტრილიონი დოლარის ექვივალენტია.

მისი შეფასება ამჟამად 1,66 ტრილიონი აშშ დოლარის ნიშნულზეა. საინტერესოა ექნება, თუ არა 2023 რეკორდული შედეგი ტექნიკურ კონგლომერატს.

Microsoft: 2.8 ტრილიონი დოლარი

Microsoft 1999 წლის დეკემბრის ბოლოს, როდესაც მისი ღირებულება გაიზარდა 613 მილიარდ დოლარამდე, ანუ დღევანდელი ექვივალენტით 1,2 ტრილიონ დოლარამდე, გახდა მსოფლიოში ყველაზე ღირებული საჯარო ვაჭრობის კომპანია.

ტექნოლოგიურმა გიგანტმა, რომელიც ალბუკერკის ავტოფარეხში ბილ გეითსისა და პოლ ალენის მიერ ჯერ კიდევ 1975 წელს დაარსდა, მოახერხა და 2019 წლის აპრილის ბოლოს 1 ტრილიონი დოლარის ჯადოსნურ ნიშნულამდე აიწია. რითიც გახდა მესამე ამერიკული კომპანია, რომელმაც ეს გააკეთა.

კომპანიის მომდევნო პიკი 2021 წლის ნოემბერში იყო, როდესაც მან 2.5 ტრილიონი დოლარის ღირებულებას მიაღწია, რაც დღეის ექვივალენტით 2.8 ტრილიონი აშშ დოლარია.

2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით, მისი შეფასება ჯერ კიდევ 2.5 ტრილიონი დოლარის ნიშნულზეა.

Apple: 3.08 ტრილიონი დოლარი

Apple 2013-2016 წლებში მსოფლიოში ყველაზე ძვირად შეფასებული კომპანია იყო.

2018 წლის აგვისტოში, ის გახდა პირველი ამერიკული არასახელმწიფო ფირმა, რომლის საბაზრო ღირებულებამაც 1 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. 2022 წლის იანვარში ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო ღირებულება რეკორდულ 3 ტრილიონ დოლარამდე აიწია.

2023 წლის ივნისში კი Apple-მა მორიგი გარიგება დადო, როდესაც ის ოფიციალურად გახდა 3 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პირველი კომპანია.

Saudi Aramco: 5 ტრილიონ დოლარამდე

საუდის არაბეთის ეროვნული გაზისა და ნავთობის საწარმო გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე მისი კოლეგები ჩინეთში და სხვაგან.

კომპანიის შემოსავლების პირველი გამჟღავნების საფუძველზე, რომელიც დაფიქსირდა 2019 წლის აპრილში, Saudi Aramco შეფასდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე მომგებიანი ფირმა 5 ტრილიონ დოლარამდე ღირებულებით, და გასაკვირი არ არის - კორპორაცია, ნედლი ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელია პლანეტაზე.

Company of the Indies: 8 ტრილიონი დოლარი

თავდაპირველად მას მისისიპის კომპანიას ეძახდნენ. 1684 წელს დაარსებული ფრანგული ფირმა ფლობდა მონოპოლიას ვაჭრობაზე ჩრდილოეთ ამერიკასა და დასავლეთ ინდოეთში.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ სიტყვა "მილიონერი" გამოიგონეს დაახლოებით ამ პერიოდში იმ სპეკულანტების აღსაწერად, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებდნენ კორპორაციაში.

ერთი წლის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი 1900%-ით და ფირმის ღირებულებაც დაახლოებით 8 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა.

Dutch East India Company: მინიმუმ 9 ტრილიონი დოლარი

ყველა დროის ყველაზე ძვირფას ფირმას VOC-ს, მონოპოლია ჰქონდა სანელებლების ვაჭრობაზე აზიაში. ბიზნესი იყო ფაქტობრივად, პირველი, რომელმაც 1602 წლის აგვისტოში ჩაატარა IPO.

კომპანიის ღირებულება 1634 წელს გაიზარდა. კომპანიის აქციების ფასი კი 1200%-ით გაიზარდა.

1637 წლამდე კომპანია 78 მილიონი ჰოლანდიური გილდერი ღირდა, რაც დღეს სულ მცირე 9 ტრილიონი დოლარია.

წყარო: lovemoney

თეონა რამაზაშვილი