შეერთებულ შტატებში 50 000-ზე მეტი სტარტაპია დარეგისტრირებული, საიდანაც 1 მილიარდი დოლარის ღირებულებას მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევს. Forbes გვთავაზობს სტარტაპების 2023 წლის რეიტინგს, რომლებმაც ფინანსურ წარმატებას უკვე მიაღწიეს.
გთავაზობთ გამოცემის მიერ დასახელებულ top-10 კომპანიას:
Apprentice - წამლების წარმოების პროგრამული უზრუნველყოფა
დამფუძნებლები: ალექსანდრა ბუტკე, გარი პიგნატა, ანჯელო სტრაკუტანიო (აღმასრულებელი დირექტორი)
მოზიდული კაპიტალი: 207 მილიონი დოლარი
2022 წლის სავარაუდო შემოსავალი: 25 მილიონი დოლარი
Bobbie - საბავშვო ფორმულის მიწოდება
დამფუძნებლები: სარა ჰარდი, ლორა მოდი (აღმასრულებელი დირექტორი)
მოზიდული კაპიტალი: 142 მილიონი დოლარი
2022 წლის სავარაუდო შემოსავალი: 84 მილიონი დოლარი
წამყვანი ინვესტორები: Park West Asset Management, PowerPlant Partners, VMG Partners
Capchase - პროგრამული უზრუნველყოფა სტარტაპებისთვის, რომლებიც ეძებენ ვენჩურული დაფინანსების ალტერნატივებს
დამფუძნებლები: ლუის ბასაგოიტი, მიგელ ფერნანდესი (აღმასრულებელი დირექტორი), პრზემეკ გოტფრიდი, იგნასიო მორენო
მოზიდული კაპიტალი: 110 მილიონი დოლარი
2022 წლის სავარაუდო შემოსავალი: 30 მილიონი დოლარი
წამყვანი ინვესტორები: 01 Advisors, Bling Capital, SciFiVC, QED
Chapter - მონაცემთა ბაზა ჯანმრთელობის დაზღვევის ყველა არსებული ვარიანტის შესახებ
დამფუძნებლები: კობი ბლუმენფელდ-განცი (აღმასრულებელი დირექტორი), კორი მეტცმანი, ვივეკ რამასვამი
კაპიტალის მოზიდვა: 61 მილიონი დოლარი
2022 წლის სავარაუდო შემოსავალი: 15 მილიონი დოლარი
წამყვანი ინვესტორები: Addition, Maverick Ventures, Narya, Susa Ventures
Cleo - ჩეთბოტი საკუთარი ხარჯების კონტროლისთვის
დამფუძნებელი: ბარნი ჰუსი (აღმასრულებელი დირექტორი)
მოზიდული კაპიტალი: 137 მილიონი დოლარი
2022 წლის სავარაუდო შემოსავალი: 31 მილიონი დოლარი
წამყვანი ინვესტორები: Balderton Capital, EQT Ventures, LocalGlobe, Sofina
GlossGenius - სილამაზის სალონებისა და სხვა დაწესებულებების მომარაგება-ხარჯვის კონტროლში დახმარება
დამფუძნებლები: კარიმ ბუტი, დანიელ კოენ-შიჰეტი (აღმასრულებელი დირექტორი)
მოზიდული კაპიტალი: 70 მილიონი დოლარი
2022 წლის სავარაუდო შემოსავალი: 40 მილიონი დოლარი
წამყვანი ინვესტორები: Bessemer Venture Partners, L Catterton, Imaginary Ventures
Harvey - ხელოვნური ინტელექტი
დამფუძნებლები: გაბრიელ პერეირა (აღმასრულებელი დირექტორი), უინსტონ ვაინბერგი
მოზიდული კაპიტალი: 26 მილიონი დოლარი
2022 წლის სავარაუდო შემოსავალი: 0 დოლარი
წამყვანი ინვესტორები: OpenAI Startup Fund, Sequoia
Hermeus - ტექნოლოგია საავიაციო სფეროში
დამფუძნებლები: გლენ კეისი, AJ Piplica (CEO), Skyler Shuford, Mike Smayda
მოზიდული კაპიტალი: 119 მილიონი დოლარი
2022 წლის სავარაუდო შემოსავალი: 10 მილიონი დოლარი
წამყვანი ინვესტორები: სემ ალტმანი, Canaan Partners, Khosla Ventures
Hex Technologies - მონაცემების დამუშავება
დამფუძნებლები: კეიტლინ კოლგროვი, ბარი მაკკარდელი (აღმასრულებელი დირექტორი), გლენ ტაკაჰაში
მოზიდული კაპიტალი: 96 მილიონი დოლარი
2022 წლის სავარაუდო შემოსავალი: 6 მილიონი დოლარი
წამყვანი ინვესტორები: Amplify Partners, Andreessen Horowitz, Redpoint, Sequoia
Hex იღებს მონაცემებს მომხმარებელთა ქცევის შესახებ და აქცევს მას ინტერაქტიულ სქემებად, ცხრილებად და რუკებად.
Hightouch - ავტომატიზირებული მარკეტინგი
დამფუძნებლები: ჯოშ კურლი, კაშიშ გუპტა (თანააღმასრულებელი დირექტორი), ტეჯას მანოჰარი (თანაშემსრულებელი დირექტორი)
მოზიდული კაპიტალი: 92 მილიონი დოლარი
2022 წლის სავარაუდო შემოსავალი: 10 მილიონი დოლარი
წამყვანი ინვესტორები: Afore Capital, Amplify Partners, Bain Capital, Iconiq, YCombinator
წყარო: forbes.com