2023 წელს მოცვის ექსპორტი გაორმაგდა - სად ყიდის საქართველო პროდუქტს

2023 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან 18.2 მლნ აშშ დოლარის 3,006 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 8.3 მლნ აშშ დოლარის 1,373 ტონა მოცვის.

მოცვის სეზონი საქართველოში სულ 2 თვეს გრძელდება. საშუალო საექსპორტო ფასი თვეების მიხედვით ასე გამოიყურება: ივნისში კგ-ზე 6.3 აშშ დოლარი, ხოლო ივლისში კგ-ზე 5.5 აშშ დოლარი.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სად გაყიდა საქართველომ პროდუქტი 2023 წლის იანვარ-ივლისში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, ტოპ-5 საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:

  • რუსეთი - 16.7 მლნ აშშ დოლარის 2 809 ტონა
  • სომხეთი - 559.5 ათასი აშშ დოლარის 64.2 ტონა
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 347.8 აშშ დოლარის 40.4 ტონა
  • პოლონეთი - 175 ათასი აშშ დოლარის 36.9 ტონა
  • ნიდერლანდები - 166 ათასი აშშ დოლარის 24.5 ტონა

გამოდის, რომ 2023 წლის 7 თვეში მოცვის ექსპორტის უმეტესი ნაწილი ჯამური ღირებულების 91.7% რუსეთში გავიდა.

თამარ მუკბანიანი