რა თვითმფრინავით დაიღუპა პრიგოჟინი

თვიმფრინავი, რომელშიც კერძო სამხედრო დაჯგუფება Wagner Group-ის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა, ბიზნეს-ჯეტ Embraer Legacy 600-ია, საბორტო RA-02795 და სერიული 14501008 ნომრებით.

ის ბრაზილიური კომპანია Embraer-ის მიერ არის წარმოებული. ავიაკატასტროფის დროისთვის ბიზნეს-ჯეტი 16 წლის იყო.

2007 წლის ოქტომბერში თვითმფრინავი ავიაკომპანია Linxair-ს გადაეცა, შემდეგ კი მას რამდენიმე სხვა გადამზიდავი ფლობდა.

Wagner Group-მა თვითმფრინავი 2020 წლის სექტემბერში შეიძინა. ბიზნეს-ჯეტის ოფიციალური მფლობელი შპს MNT-Aero-ა.

„როსავიაციის“ მონაცემებით, ბიზნეს-ჯეტის ეკიპაჟი სამი წევრისგან შედგებოდა. ესენია: მეთაური, ალექსეი ლევშინი, მეორე პილოტი, რუსტამ ქარიმოვი და ბორტგამცილებელი, კრისტინა რასპოპოვა.

prig1-1692860840.jpg

გავრცელებული ინფორმაციით, შერემეტევოს აეროპორტიდან მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისით გუშინ ორი ბიზნეს-ჯეტ Embraer Legacy 600 აფრინდა, რომელთაგან ერთში Wagner Group-ის დამფუძნებელი, კიდევ ექვსი პირი და ეკიპაჟის 3 წევრი იჯდა, ხოლო მეორე თვითმფრინავით პრიგოჟინის თანამოაზრეების გუნდი მგზავრობდა. მოსკოვის დროით, დაახლოებით, 18:20 საათზე, როცა თვითმფრინავი სიმაღლეს იღებდა, ტვერის ოლქის ბოლოგოვსკის რაიონის თავზე თვითმხილველებმა ცაში ორი აფეთქება გაიგეს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ჯეტმა ვარდნა და ჰაერში ნაწილებად დაშლა დაიწყო. ის სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა, რა დროსაც ბიზნეს-ჯეტის საწვავის ავზები აფეთქდა.

მეორე Embraer Legacy 600 ოსტაფიევოს აეროპორტში დაეშვა, რომელიც ნოვომოსკოვსკის ადმინისტრაციულ ოლქში ფედერალური მნიშვნელობის საერთაშორისო ბიზნეს-აეროპორტია.

prig-1692860827.jpg

ბიზნეს ჯეტს საბაზრო დასახელება, „Legacy 600“ 2005 წლიდან მიენიჭა. ის ERJ-135-მოდელზე არის დაფუძნებული. პირველად ბიზნეს-ჯეტი 2000 წელს, ფანბოროს ავიასალონზე Legacy 2000-ის სახით წარადგინეს. ბიზნეს-ჯეტი სამი განყოფილებით არის დაყოფილი და 5,650 კმ სიმაღლეზე 13 მგზავრვის, ხოლო 6,397 კმ სიმაღლეზე 8 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ჯეტს ფრენის მანძილის გასაზრდელად დამატებითი საწვავის ავზები აქვს, რომელთაგან ერთი კუდის ნაწილში, ბარგის განყოფილების უკან, მეორე კი ფრთის წინა ნაწილში არის განთავსებული. Legacy Shuttle-ს ავიალაინერის ტიპის სავარძლებზე 19-დან 37-მდე ადამიანის განთავსება შეუძლია, თუმცა შორ დისტანციაზე ფრენის გარეშე.

ახალი Legacy 600-ის ფასი 27,5 მილიონიდან 30 მლნ დოლარამდე მერყეობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ