რუსეთში სტალინის ყოფილი აგარაკი იყიდება  - რა ღირს 1932-934 წლებში  ბელადის მუდმივი საცხოვრებელი

მოსკოვის ოლქში, ქალაქიდან 24 კილომეტრში სტალინის ყოფილი აგარაკი იყიდება.

ქალაქ მიტიშჩისთან ახლოს მამული "ლიპკი", სადაც გასული საუკუნის 30-იან წლებში სტალინის აგარაკი იყო, DOM.RF-ის აუქციონზეა გამოტანილი.

"მოსკოვის ოლქი, მიტიშჩის რაიონი, სოფელი ვეშკი, "ლიპკის სასახლე, XIX საუკუნე." ნაკვეთის საერთო ფართობი - 38,4 ჰა. ობიექტის რეალიზაციის სახეობა - შენობის გაყიდვა და მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემა. კატეგორია - განსაკუთრებულად დაცული ტერიტორიებისა და ობიექტების მიწები", - ლოტის აღწერაში მხოლოდ ეს ინფორმაციაა მითითებული.

p213hm1myr1e8jgy4ta6c84gwmikfz86-1692861254.jpg

ახლა ობიექტი აუქციონზე გასაყიდად საჭირო დოკუმენტაციის მომზადების პროცესშია. პროცესი სავარაუდოდ, 2023 წლის მეოთხე კვარტალში დასრულდება. საწყისი ფასი ჯერ დადგენილი არ არის. „ვედომოსტის" ცნობით, ობიექტის ღირებულება 400-500 მილიონ რუბლს (დაახლოებით 4-5,4 მლნ დოლარი) შეადგენს.

ინფორმაციისთვის, "ლიპკი" არის ადმინისტრაციული შენობების კომპლექსი, რომელიც გარშემორტყმულია ცაცხვის პარკით. აგარაკი 1932-934 წლებში იოსებ სტალინის მუდმივი საცხოვრებელი იყო.

9pv3cunzx71kj9u6onjwr8yzn01h8b11-1692861277.jpg

თამარ მუკბანიანი