წელს, სტამბულის საფონდო ბირჟა უსწრებს ლონდონისა და ფრანკფურტის სავაჭრო ბირჟებს საწყისი საჯარო შეთავაზებების (IPO) თვალსაზრისით - იუწყება Financial Times, Dealogic-ზე დაყრდნობით.
კომპანიების რაოდენობამ, რომლებმაც საკუთარი აქციები განათავსეს სტამბოლის საფონდო ბირჟაზე, წელს 30-ს მიაღწია, ხოლო IPO-ებით მოზიდულმა სახსრებმა, შესაბამისად, 1,9 მილიარდი დოლარი შეადგინა.
შედეგად, სტამბოლი გახდა მსოფლიოს 10 საუკეთესო ბირჟას შორის IPO-სთვის, რომელმაც აჯობა გაცილებით დიდ საფონდო ბირჟებს, მათ შორის დასავლეთ ევროპასა და სამხრეთ კორეაში.
ბაზრების ასოციაციის ანგარიშის მიხედვით, 2019 წლიდან სტამბულის საფონდო ბირჟაზე მყოფი აქციონერების რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა და 5.1 მილიონს მიაღწია, ხოლო ინდივიდუალური ინვესტორების წილი იმავე პერიოდში მთლიან საფონდო ბაზარზე გაორმაგდა და 38%-ს მიაღწია.
ინვესტორების ნაკადმა ფასიანი ქაღალდების ფასის ზრდა გამოიწვია: FactSet-ის გათვლებით. მაგალითად, 2022 წლიდან სტამბულის ბირჟის BIST 100-ის ძირითადი ინდექსი ოთხჯერ გაიზარდა.
თურქეთის საფონდო ბირჟაზე მაღალი აქტივობის მთავარი მიზეზი იყო ადგილობრივი საცალო მოვაჭრეების წილის სწრაფი ზრდა უცხოური კაპიტალის გადინების ფონზე, რომელიც გამოწვეული იყო ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ეკონომიკური პოლიტიკით.
„გახანგრძლივებული ინფლაციური კრიზისისა და ლირის გაუფასურების კონტექსტში, ინდივიდუალური ინვესტორები განიხილავენ აქციების ყიდვას, როგორც ფულის დაზოგვის ერთ-ერთ მთავარ გზას, უძრავ ქონებასა და მანქანებში ინვესტიციებთან ერთად“, - განაცხადა ტუნჩ ილდირიმმა, თურქული საინვესტიციო ბანკის UNLU & Co. ინსტიტუციური ინვესტორების ხელმძღვანელმა.
ლოკალური კომპანიებიც, თავის მხრივ, იჩენენ ინტერესს ლისტინგის მიმართ, რადგან ბოლო წლებში სწრაფად ცვალებადმა ფინანსურმა რეგულაციამ გაართულა მათთვის მისაღები განაკვეთით საბანკო სესხის აღება, ხოლო ლისტინგი ხელმისაწვდომი ალტერნატივაა საჭირო სახსრების მოსაზიდად.
თუმცა სტამბულის ბირჟისთვის სერიოზულ პრობლემად რჩება ის ფაქტი, რომ კომპანიები ბირჟებზე აქციების მცირე წილს ათავსებენ, რაც ზღუდავს ინვესტორების შესაძლებლობას, გავლენა მოახდინონ კორპორატიულ მმართველობაზე.