„თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, თბილისში გასაყიდი და გასაქირავებელი ბინების ფასი გაძვირდა, ხოლო გაყიდვებმა იკლო.
„2023 წლის ივლისში თბილისში 3,336 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 2%-ით ნაკლებია.
საშუალო გასაყიდი ფასი წინა თვესთან შედარებით ფაქტობრივად უცვლელი დარჩა და კვადრატულ მეტრზე 1,164 დოლარი შეადგინა, ხოლო წლიურ ჭრილში 22%-ით გაიზარდა.
გასაქირავებელი ფასი კვადრატულ მეტრზე 13.1 დოლარს გაუტოლდა, რაც წინა თვესთან შედარებით 5%-ით, ხოლო 2022 წლის ივლისთან შედარებით 48%-ით მაღალია.
თვიურ ჭრილში, ტრანზაქციების შემცირების ფონზე, ბაზრის მოცულობამ ივნისთან შედარებით 9%-ით იკლო და 255 მილიონი დოლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში კი 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა“ - ნათქვამია კვლევაში.