მსოფლიოს უამრავი ცნობილი და სკანდალური განქორწინება ახსოვს, თუმცა ზოგისთვის ეს პროცესი ძალიან სარფიან საქმედ იქცა. ჰოლივუდის ვარსკვლავები კი ამ მხრივ ხშირად ექცევიან ყურადღების ცენტრში. განქორწინებისას, მათ საერთო ქონების გაყოფაც უწევთ, რაც ხშირად რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარსაც კი შეადგენს.
წარმოგიდგენთ ყველა დროის, ყველაზე ძვირად ღირებულ ჰოლივუდურ განქორწინებებს:
არნოლდ შვარცენეგერი და მარია შრაივერი: 200 მილიონი დოლარი
როგორც ვარაუდობენ, მარია შრაივერთან განქორწინება არნოლდ შვარცენეგერს მისი ქონების ნახევარი დაუჯდა.
მადონა და გაი რიჩი: 92 მილიონი დოლარი
ისინი დაქორწინდნენ 2000 წელს, თუმცა რვა წლის შემდეგ განქორწინების დრო დადგა.
კელსი გრამერი და კამილ დონატაჩი: 30 მილიონი დოლარი
2012 წელს კელსი გრემერისა და კამილ დონატაჩის განქორწინების ფასი სოლიდური 30 მილიონი დოლარი იყო. "Cheers" და "Frasier" ვარსკვლავი 14 წლის განმავლობაში იყო ცოლთან, თუმცა მოგვიანებით მან თქვა, რომ ქორწინება დიდი ხანი ისედაც განწირული იყო.
მაიკლ დუგლასი და დიანდრა ლუკერი: 45 მილიონი დოლარი
23-წლიანი ოჯახური ბედნიერების შემდეგ, წყვილმა განქორწინება გადაწყვიტა. სასამართლო დავები კი თითქმის 10 წელი გაგრძელდა.
პოლ მაკარტნი და ჰეზერ მილსი: 48,6 მილიონი დოლარი
პოლ მაკარტნი ახლა ამ ქორწინებას უწოდებს “ცხოვრებაში ყველაზე ცუდ გადაწყვეტილებას".
ჯეიმს კამერონი და ლინდა ჰემილტონი: 50 მილიონი დოლარი
ორი წელი ქორწინება (1997 წლიდან 1999 წლამდე) და 50 მილიონი დოლარის განქორწინება. მაგრამ მოდი ვიყოთ გულახდილები: 700 მილიონი დოლარის ქონების პატრონი ჯეიმს კამერონისთვის ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია.
სტივენ სპილბერგი და ემი ირვინგი: 100 მილიონი დოლარი
როდესაც ეს ქორწინება დასრულდა, "ყბების" რეჟისორს 100 მილიონი დოლარის გადახდა მოუწია.
ტაიგერ ვუდსი და ელინ ნორდგრენი: 110 მილიონი დოლარი
ტაიგერ ვუდსი და ელინ ნორდგრენი ერთი შეხედვით იდეალური წყვილი იყო. თუმცა 2010 წელს ელინმა ის მიატოვა და განქორწინებისას 100 მილიონი დოლარიც მიიღო.
ჰარისონ ფორდი და მელისა მატისონი: 118 მილიონი დოლარი
1983 წელს დაქორწინდნენ, 2001 წელს კი გადაწყვიტეს დაშორებოდნენ. განქორწინების მოლაპარაკებას მხოლოდ სამი წელი დასჭირდა.
მაიკლ ჯორდანი და ხუანიტა ვანოი: 168 მილიონი დოლარი
წყვილი 1989 წელს ვეგასში დაქორწინდა, მაგრამ 2001 წლისთვის მათ უკვე გაშორების გადაწყვეტილება ჰქონდათ მიღებული.
მელ გიბსონი და რობინ მური: 425 მილიონი დოლარი
ისინი 26 წლის ასაკში დაქორწინდნენ და ერთად აღზარდეს შვიდი შვილი. 2006 წლიდან 2011 წლამდე ისინი სასამართლოში იბრძოდნენ მანამ, სანამ მელ გიბსონს არ მოუწია 425 მილიონი დოლარის გადახდა.
წყარო: msn.com