უცნაური კანონები მსოფლიოში, რომელთა დარღვევისთვის შესაძლოა, ციხეშიც აღმოჩნდეთ

ყველა ქვეყანაში განსხვავებული წეს-ჩვეულებები არსებობს, რომლებიც ხშირად კურიოზულადაც კი გვეჩვენება, ხანდახან კი ისინი მნიშვნელოვან კულტურულ ფასეულობაზე მიანიშნებენ.

გთავაზობთ მსოფლიოში უცნაური კანონების სიას, რომლის დარღვევის შედეგად მკაცრად დაჯარიმდებით, უარეს შემთხვევაში კი შესაძლოა, გისოსებს მიღმაც აღმოჩნდეთ.

ტურინელი ძაღლები დღეში სამჯერ უნდა ასეირნოთ

4a2a75e5f2e74c02bacd965319429dc3-1693035977.webp

თუკი ოთხფეხა მეგობარი გყავთ და ტურინში (იტალიაში) ცხოვრობთ, ვალდებული ხართ, თქვენი ძაღლი დღეში სამჯერ გაასეირნოთ ან გადაიხადოთ ჯარიმა 500 ევროს ოდენობით.

თუმცა, აკრძალვები ამით არ სრულდება: აკრძალული გაქვთ ძაღლის ბეწვის შეღებვა ან შეჭრა, რადგან ესეც ცხოველის მიმართ სისასტიკედ მიიჩნევა.

ალასკაზე ხმამაღლა ნუ ისაუბრებთ

girl-speaking-into-a-megaphone-1693035959.jpeg

ალასკას ქალაქ Fairbanks-ში აკრძალულია ხმამაღლა საუბარი. ქალაქის კოდექსის მიხედვით, ეს სიმშვიდის დარღვევად ჩაითვლება.

უწესრიგო ქცევისთვის, მათ შორის სიმშვიდის დარღვევისთვის შესაძლოა, 2000 დოლარამდე ჯარიმა, 90 დღემდე პატიმრობა ან ორივეს ერთად მიიღოთ.

არიზონას კაქტუსების გამო შესაძლოა, ციხეშიც მოხვდეთ

cactus-9bc1cee27cff-1693035730.jpg

არიზონა ცნობილია თავისი საკულტო კაქტუსებით და რადგან ისინი მიწის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, კაქტუსების მოჭრა ნებართვის გარეშე უკანონოდ მიიჩნევა.

იმ შემთხვევაში, თუ კანონს არ დაიცავთ, ჯარიმასთან ერთად შესაძლოა, ციხეშიც ამოყოთ თავი.

რომის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მუსიკას ხმამაღლა ნუ მოუსმენთ

passenger-transport-people-bus-man-912455-1693036048.jpg

რომის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მუსიკას ხმამაღლა ნუ მოუსმენთ, რადგან ერთი შეხედვით ამ უწყინარი ამბის გამო 250 ევროთი დაჯარიმდებით.

იტალიის დედაქალაქში მსგავსი აკრძალვა ქალაქში არასათანადო ქცევების შესამცირებლად შემოიღეს. აქ ასევე მოქმედებს წესები ხმაურისა და დაბინძურების წინააღმდეგ.

ასევე, გარკვეული საფასურის გადახდა მოგიწევთ თუ რომში ეგზოტიკური ცხოველის გასეირნებას გადაწყვეტთ.

ვენეციაში მტრედების კვება აკრძალულია

55107240fa9b4f64926d84de8e110479-1693035705.webp

აკრძალულია ვენეციაში, წმინდა მარკის მოედანზე, მტრედების გამოკვება, რაც უმეტესად ფოტოების გადასაღებად ხდება. აკრძალვა ოფიციალურად ძალაში 2008 წლიდან შევიდა.

საქმე იმაშია, რომ ფრინველისგან დაბინძურებული მოედნის გაწმენდა წელიწადში დაახლოებით 275 ათასი ევრო ჯდება. შესაბამისად თუ მტრედისთვის საკვების დაყრას მაინც არ დაიშლით, 700 ევროს გადახდა მოგიწევთ.

კანადის რადიოსადგურებმა მხოლოდ კანადელი შემსრულებლების მუსიკა უნდა გაუშვან

87e8a07f3a914526a1c4bb1bfc3e2768-1693035617.webp

კანადელები პატრიოტი ხალხია. იმდენად, რამდენადაც ყველა კანადურ რადიოსადგურებს კანონით მოეთხოვება, დღის სულ მცირე 35% მხოლოდ ადგილობრივი მუსიკოსების შემოქმედებას დაუთმონ, განსაკუთრებით კი დღის იმ მონაკვეთებში, როდესაც რადიოს რაოდენობრივად ყველაზე მეტი ადამიანი უსმენს.

ეკა დარჩიაშვილი