2023 წლის 7 თვეში საქართველომ რეკორდული მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ივლისში ქეყანამ ჯამში 1 140.7 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგია გაყიდა, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდი ეს მაჩვენებელი 737.835 მლნ კვტ.სთ იყო.
ამასთან, 2023 წლის იანვარ-ივლისში ელექტროენერგიის ექსპორტიდან ქვეყანამ 80.130 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც თითქმის 15.4 მლნ დოლარით, დაახლოებით 23.8%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდზე.
აღსანიშნავია, რომ წელს ყველაზე დიდი მოცულობით, 70.860 მლნ დოლარამდე ღირებულების ელექტროენერგია საქართველომ თურქეთში გაყიდა. 5.147 მლნ დოლარის ექსპორტით მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, 4.116 მლნ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა სომხეთში, რუსეთმა კი წელს 7 თვეში საქართველოდან მხოლოდ 6.93 ათასი დოლარის ელექტროენერგია იყიდა.