G7 ჯგუფის წევრი ქვეყნები, ასევე ევროკავშირის ქვეყნები რუსეთიდან ალმასების იმპორტის სრულ აკრძალვას გეგმავენ. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
2022 წელს ამერიკამ რუსულ დაუმუშავებელ, ასევე დამუშავებულ ალმასების იმპორტზე აკრძალვა შემოიღო. თუმცა, როგორც გაზეთი აღნიშნავს, ასეთი ვიწრო აკრძალვა ტოვებდა შეზღუდვების გვერდის ავლის შესაძლებლობას. ახალი აკრძალვა კი შეეხება იმ ძვირფას ქვებსაც კი, რომლებიც მოპოვებულია რუსეთში, თუმცა დამუშავებულია სხვაგან.
როგორც მოსალოდნელია, ახალი სანქციების შესახებ სექტემბერში გამოცხადდება, ხოლო ძალაში შევა 2024 წლის იანვრიდან.
დიდი შვიდეულის ქვეყნები ალმასების ყველაზე დიდი შემსყიდველები არიან, მათზე მოდის გლობალური შესყიდვების 70%.