რამდენია ასაკობრივი პენსია ევროპის ქვეყნებში

Mercer CFA Institute Global Pension Index-მა თავისი წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 44 ქვეყნის საპენსიო სისტემას ასახავს.

საუკეთესო საპენსიო სისტემად 2022 წელს ისლანდია დასახელდა, რომლის საერთო შეფასება A კატეგროიას განაკუთვნეს, ხოლო საერთო ქულების ოდენობა 84.7-ით განისაზღვრა.

აღმოჩნდა, რომ ისლანდიას აქვს საჯარო და კერძო სექტორის პენსიების ყველაზე ჯანსაღი ნაზავი. ევროკომისიის მონაცემების მიხედვით, თქვენ უნდა იცხოვროთ ქვეყანაში მინიმუმ 40 წელი ან მეტი, 16-დან 67 წლამდე, რომ სრულად ისარგებლოთ ხანდაზმულობის პენსიით.

საუკეთესო ქვეყნების სია საპენსიო სისტემის მიხედვით, 2022 წლის მონაცემებით ასე გამოიყურება:

  • ისლანდია – 1 965 ევრო
  • ნიდერლანდები – 1 270 ევრო
  • ფინეთი – 1 845 ევრო
  • დანია – 980 ევრო
  • ნორვეგია – 1 513 ევრო
  • შვედეთი – 1 319 ევრო
  • დიდი ბრიტანეთი - 1 588 ევრო

ევროკომისიის მიხედვით, ჰოლანდიის საპენსიო სისტემა შედგება სამი სვეტისგან: ხანდაზმულთა პენსიების შესახებ კანონი, დამსაქმებლის მიერ დამატებითი პენსიის დარიცხვა და დამატებითი ინდივიდუალური საპენსიო პოლიტიკა.

ევროკომისიის თანახმად, ქვეყანა პენსიონერებს სთავაზობს შესაძლებლობას, მიიღონ ვადამდელი პენსია, როდესაც ისინი 1-3 წლისაა საჯარო საპენსიო ასაკიდან (2022 წელს 67-69 წელი).

Mercer CFA-ის კვლევითი ინსტიტუტი უკვე წლებია აქვეყნებს გლობალურ საპენსიო რეიტინგს, რომელიც თითქმის ყველა ძირითად ფაქტორს ითვალისწინებს და ქვეყნებს შესაბამის სარეიტინგო ქულებს ანიჭებს.

რაც შეეხება საქართველოს, აქ სახელმწიფო პენსიის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსია განისაზღვრა 295 ლარით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდა. 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერისათვის კი პენსია 365 ლარია, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებთათვის კი თითქმის 440 ლარი.

საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 65 წელი, ხოლო ქალებისთვის - 60 წელია.

ეკა დარჩიაშვილი