წელს საქართველოდან ექსპორტზე 20.3 ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა - სად ვყიდით პროდუქტს

2023 წლის 1-ლი მაისიდან 22 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტზე 20.3 ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, რომელთა ჯამური ღირებულება 22.4 მილიონი დოლარი იყო. ექსპორტირებული ხილის საშუალო ღირებულება კილოგრამზე 1.1 დოლარს შეადგენდა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, ქართული ატმისა და ვაშლატამას მთავარი მყიდველი რუსეთია.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მაჩვენებელი 7%-ით ჩამოუვარდება გასული წლის ამავე პერიოდის ექსპორტს. თუმცა, რადგანაც აგვისტოზე ექსპორტის 30% მოდის, საბოლოო მონაცემები ცნობილი სექტემბერში იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ფერმერთა ხელშეწყობის რამდენიმე პროგრამა მოქმედებს, მათ შორისაა „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ქვეყანაში 2013 წლის 27 მარტიდან მოქმედებს. პროგრამის ძირითადი მიზანია სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროცესების გაუმჯობესება. ფერმერები და სოფლის მეურნეობის მწარმოებლები უზრუნველყოფილნი არიან გრძელვადიანი და იაფი საკრედიტო სახსრებით.

გარდა ამისა, 2015 წლიდან სახელმწიფო პროგრამის „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში ფუნქციონირებს პროგრამა „დანერგე მომავალი“. მისი მიზანია ბაღების განახლებისა და გაფართოების მხარდაჭერა ფერმერების მიერ ნერგების შეძენის დაფინანსებით. ამ მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა ახალი მრავალწლიანი ბაღები, დაახლოებით 17,6 ათასი ჰექტარი ფართობის მოცულობით. ამ პროგრამის სახელმწიფო დაფინანსების ჯამური მოცულობა 133 მილიონ ლარს აღემატება.

წყარო: EastFruit

ეკა დარჩიაშვილი