კომპანია Kia-ს პარტნიორი კომპანია The Ocean Cleanup-მა, რომელიც ოკეანის დასუფთავებითაა დაკავებული, ამ დღეებში ოკეანეში რეკორდული რაოდენობის პლასტიკი მოაგროვა, საუბარია ერთჯერადად მოგროვებულ 55 ტონა ნაგავზე. აღსანიშნავია, რომ ამ პლასტიკის ნაწილს მეორადი გადამუშავების შედეგად გამოიყენებენ Kia-ს ავტომობილებში. კორეელები მას უკვე იყენებენ შეფუთვის მასალებში, იატაკის ქვეშაგებისთვის და სალონის სხვა ელემენტების მოსაწყობად.
როგორც ცნობილია, 2021 წელს Kia-მ წარმოადგინა განვითარების ახალი გეგმა, რომელიც მას დაეხმარება რამდენიმე ათეულ წელიწადში გადაიქცეს „მობილური ეკოლოგიური გადაწყვეტილებების მიმწოდებლად“, თან ამავდროულად მიაღწიოს ნახშირორჟანგნეიტრალობას. ამ დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს მონაწილეობას ნახშირბადნეგატიურ პროექტებში. ამისთვის კი კორეელები თანამშრომლობენ ნიდერლანდულ არაკომერციულ ორგანიზაციასთან The Ocean Cleanup და უკვე აქტიურად იყნებენ მათ სერვისს.
Kia-ს გეგმით 2030 წლისთვის კომპანიამ წარმოებაში გამოყენებული მეორადი პლასტიკის მოცულობა 20%-მდე უნდა გაზარდოს, ხოლო 2045 წლისთვის, საერთოდაც კარბონ-ნეიტრალური მწარმოებელი გახდეს.