„გაზპრომის“ წმინდა მოგება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, 2023 წლის პირველი ნახევრისთვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,5-ჯერ დაეცა და 296,24 მილიარდი რუბლი შეადგინა - აცხადებენ კომპანიაში. გასული წლის იანვარ-ივნისში გაზპრომმა გამოიმუშავა 2,51 ტრილიონი რუბლი.
კომპანიაში აღნიშნეს, რომ ამ მაჩვენებელზე დიდ გავლენას ახდენდა სავალუტო კურსების სხვაობა. ამავდროულად, დივიდენდების ბაზამ 2023 წლის ექვსი თვის განმავლობაში შეადგინა 618 მილიარდი რუბლი.
„მოგების შემცირება დიდწილად განპირობებული იყო რუბლის გაცვლითი კურსის სხვაობების გავლენით. იმ პერიოდის განმავლობაში რუბლი დოლართან მიმართებაში 24%-ით და ევროსთან მიმართებაში 26%-ით გაუფასურდა“, - აცხადებენ კომპანიაში.
ჯგუფის შემოსავალი ექვსი თვის განმავლობაში შემცირდა 41,1%-ით და შეადგინა 4,11 ტრილიონი რუბლი. EBITDA ექვსი თვის განმავლობაში არის 1,228 ტრილიონი რუბლი, EBITDA რენტაბელურობის ზღვარი არის 30%.
ნახევარი წლის ფინანსური შედეგები 2018-2019 წლების იმავე პერიოდების მაჩვენებლის ტოლია - განაცხადა გაზპრომის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ფამილ სადიგოვმა.
„ევროპაში ექსპორტის შემცირება ნაწილობრივ კომპენსირდება ჩინეთში მიწოდების ზრდით, რომელიც გააგრძელებს ზრდას, როგორც სახელშეკრულებო ვალდებულებების ნაწილი, ასევე ნავთობის ბიზნესის ეფექტური ფუნქციონირება”, - თქვა მან.