მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, ფრენის ყველა შეზღუდვა მოხსნილია. ამის შესახებ ჟურნალისტებს აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს.
"მოსკოვის დროით 9:02 საათზე მოიხსნა ყველა შეზღუდვა თვითმფრინავების მიღებასა და გაშვებაზე. ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს", - აცხადებენ პრესსამსახურში.
მანამდე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვოსკრესენსკის რაიონში დედაქალაქისკენ მიმავალი დრონი გაანადგურეს.
ვნუკოვოს აეროპორტი 05:21 საათიდან გაფრენისა და ჩამოფრენისთვის დაიკეტა.