შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა იმ ქვეყნების სია, რომლებიც ექვემდებარებიან ტექნოლოგიური კორპორაციების Nvidia-სა და Advanced Micro Devices (AMD) ჩიპების მიწოდებაზე შეზღუდვებს. ამ ჩამონათვალს დაემატა ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შეზღუდვები გავრცელდება ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე. რომელ ქვეყნებს შეეხება ახალი შეზღუდვები, გამოცემა არ აკონკრეტყებს. AMD-ის ინფორმაციით, ზომები კომპანიის მოგებაზე სერიოზულ გავლენას არ მოახდენს. Nvidia-ს ცნობით კი, აშშ-ს ოფიციალური პირები თვლიან, რომ ეს ნაბიჯი ვაშინგტონს საშუალებას მისცემს, შეამციროს ამ მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ჩინეთში მოხვედრის რისკი, სადაც მათი გამოყენება შესაძლებელია, მათ შორის სამხედრო მიზნებისთვის.
აგვისტოში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ზღუდავს აშშ-ის ინვესტიციებს ჩინეთის მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიებში. კერძოდ, ეს ეხება ნახევარგამტარებისა და მიკროელექტრონიკის, კვანტური ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებას. აშშ-ის ხელისუფლება ბიზნესს სთხოვს, შეატყობინონ ასეთი ინვესტიციების შესახებ, რომელთაგან ზოგიერთი აკრძალული იქნება.