Xiaomi-მ 2023 ფისკალური წლის მეორე კვარტლის შედეგების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ Xiaomi-ს სმარტფონების გაყიდვიდან შემოსავალი 13,27%-ით შემცირდა და 5 მილიარდ დოლარამდე დაიწია. სმარტფონების გაყიდვები რაოდენობრივად 15,8%-ით შემცირდა და 32,9 მილიონი ერთეული შეადგინა.
ამასთან, საინტერესოა, რომ წმინდა მოგება 33%-ით გაიზარდა და 658 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ Xiaomi-მ დაიწყო უფრო მაღალი მარჟის პროდუქტების გაყიდვა. ასევე გაიზარდა სმარტფონების საშუალო გასაყიდი ფასი, თუმცა ოდნავ, 148.8-დან 154.37 დოლარამდე. ანალიტიკოსების შეფასებით, მიუხედავად ყველა მცდელობისა, Xiaomi ჯერ კიდევ პირველ რიგში ძალიან ხელმისაწვდომი სმარტფონების მწარმოებელია.
თუ მთლიანობაში კომპანიის მაჩვენებლებს გავეცნობით, მაშინ შემოსავალმა შეადგინა 9,2 მილიარდი დოლარი, რაც წლის განმავლობაში 4%-ით ნაკლებია, მაგრამ საოპერაციო მოგება გაიზარდა 133%-ით 555 მილიონ დოლარამდე.