ვინ არიან სხვადასხვა ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანები - forbes

პლანეტის უმდიდრესი ადამიანები ოთხი კონტინენტის 75 ქვეყანაში არიან მიმოფანტულები. ესენი არიან პირები, რომლებიც მინიმუმ 1 მლრდ დოლარს ფლობენ. ამასთან ერთად, ერთი ქვეყნის უმდიდრესი ინდივიდის წმინდა ქონება მეორე ქვეყანაში მცხოვრებისგან ძალიან განსხვავდება.

მაგალითად, პორტუგალიისა და პოლონეთის უმდიდრესი მცხოვრებლები ფლობენ თითქმის 50-ჯერ ნაკლებ სიმდიდრეს, ვიდრე აშშ-ში მცხოვრები ნომერ პირველი მილიარდერი მსოფლიოში.

წარმოგიდგენთ სხვადასხვა ქვეყნის 10 უმდიდრეს ადამიანს Forbes-ის უახლესი მონაცემების მიხედვით:

meore243647-1693918894.jpg

აშშ - ილონ მასკი, წმინდა ქონება: $248,4 მილიარდი

როდესაც საქმე მილიარდერებს ეხება, ამერიკა ნამდვილად ლიდერობს. ამ მომენტისთვის, forbes-ის მიხედვით, ილონი 248 მილიარდ დოლარს ფლობს.

თუმცა მხოლოდ მასკი არ არის ყველაზე მდიდარი ადამიანი ამერიკაში, სტატუსს ჯეფ ბეზოსი, უორენ ბაფეტი და სხვა მეგა მილიარდერები იზიარებენ.

mesame2463785-1693918914.jpg

საფრანგეთი - ბერნარ არნო და ოჯახი, წმინდა ქონება: 212,9 მილიარდი დოლარი

საფრანგეთის 42 მილიარდერიდან ყველაზე მდიდარი და ამჟამად მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში, არის ბერნარ არნო, რომელმაც 1987 წელს კონგლომერატი LVMH შექმნა.

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ბიზნესი ამაყობს მაღალი დონის ბრენდებით, როგორიცაა Louis Vuitton, Christian Dior და სხვა.

meotxe748252-1693918929.jpg

მექსიკა - კარლოს სლიმ ჰელუ და ოჯახი, წმინდა ქონება: 96,1 მილიარდი დოლარი

მექსიკის 14 მილიარდერიდან ყველაზე მდიდარი კარლოს სლიმ ჰელუ 2010-2013 წლებში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი იყო.

ტელეკომუნიკაციების მაგნატი, რომელიც აკონტროლებს ლათინური ამერიკის უდიდეს უკაბელო კომპანიას და ასევე აქვს დიდი წილი The New York Times-ში, სამშენებლო და უძრავი ქონების ფირმებში, ამჟამად მე-12 უმდიდრესი ადამიანია მსოფლიოში.

mexute37526-1693918946.jpg

ინდოეთი - მუკეშ ამბანი, წმინდა ქონება: 94,1 მილიარდი დოლარი

მუკეშ ამბანი ინდოეთის უმდიდრესი ადამიანია. ის მართავს Reliance Industries-ს, რომელსაც აქვს ინტერესები ნავთობქიმიაში, ნავთობისა და გაზის, ტელეკომის და საცალო ვაჭრობის სფეროში.

კომპანია ამჟამად ფართოვდება მწვანე ენერგეტიკაში და გეგმავს 80 მილიარდი დოლარის ინვესტირებას განახლებად ენერგიაში.

meeqsvesdfgrhyru-1693918960.jpg

ესპანეთი - ამანსიო ორტეგა, წმინდა ქონება: 88,8 მილიარდი დოლარი

ესპანეთში სულ 27 მილიარდერია, მათ სათავეში კი Inditex-ის დამფუძნებელი და ყოფილი თავმჯდომარე ამანსიო ორტეგა დგას. მეორე ადგილზეა მისი ქალიშვილი სანდრა ორტეგა, რომელსაც აქვს 7.8 მილიარდი დოლარი.

meshvidehrsh-1693918974.jpg

ვიეტნამი - Pham Nhat Vuong, წმინდა ქონება: $65.9 მილიარდი დოლარი

ვიეტნამის ექვსი მილიარდერიდან ფამ ნჰატ ვუონგი 30-ჯერ უფრო მდიდარია, ვიდრე მისი “კოლეგები“. ის 65,9 მილიარდ დოლარს ფლობს, თუმცა მისი წმინდა ქონების დიდი ნაწილი ახლახანს მოიპოვა.

merveshafag-1693918988.jpg

ჩინეთი - ჟონგ შანშანი, წმინდა ქონება: 61,7 მილიარდი დოლარი

ჟონგ შანშანი ამჟამად ჩინეთში უმდიდრესი ადამიანია 61,7 მილიარდი დოლარის ქონებით. ის არის ჩამოსასხმელი წყლის კომპანია Nongfu Spring-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. ასევე აკონტროლებს პეკინის ვანტაის ბიოლოგიურ აფთიაქს, რომელიც აწარმოებს COVID-19 ვაქცინებს და ტესტირების კომპლექტებს.

mecxreasfdyhdj-1693919000.jpg

კანადა - დევიდ ტომსონი და ოჯახი, წმინდა ქონება: 55.2 მილიარდი დოლარი

ყველაზე მდიდარი კანადელი არის მედია მაგნატი დევიდ ტომსონი, რომელიც ოჯახთან ერთად აკონტროლებს კონგლომერატ Thomson Reuters-ს და ნაწილობრივ ფლობს გაზეთ The Globe and Mail-ს. მას ასევე აქვს წილი Bell Canada-ში, ქვეყნის უდიდეს სატელეკომუნიკაციო ფირმაში.

meatesafshgahh-1693919013.jpg

გერმანია - დიტერ შვარცი, წმინდა ქონება: 47,7 მილიარდი დოლარი

დიტერ შვარცი არის გერმანიის უმდიდრესი ადამიანი, 47,7 მილიარდი დოლარის ქონებით. შვარცმა Schwarz Group, რომელიც შედგება Kaufland და Lidl სუპერმარკეტების ქსელებისგან, 1977 წელს მემკვიდრეობით, გარდაცვლილი მამისგან ჯოზეფისგან მიიღო. საზრიანმა ბიზნესმენმა კომპანია გადააქცია ევროპის ერთ-ერთ უდიდეს საცალო იმპერიად.

meterteteadfhjj-1693919030.jpg

იტალია - ჯოვანი ფერერო, წმინდა ქონება: 39,2 მილიარდი დოლარი

მისი ოჯახის ამავე სახელწოდების საკონდიტრო კომპანიის აღმასრულებელი თავმჯდომარე, ჯოვანი ფერერო, იტალიის მილიარდერებიდან ყველაზე მდიდარია. მისი ქონება ამჟამად 39,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

grfhy6tyuh6i8679-1693919043.jpg

ავსტრია - მარკ მატეშიცი, წმინდა ქონება 38.4 მილიარდი დოლარი

ავსტრიაში 11 მილიარდერთა შორის მარკ მატეშიცი ლიდერობს. მან 2022 წელს მამის ენერგეტიკული სასმელების კომპანია Red Bull-ში 49%-იანი წილი მემკვიდრეობით მიიღო. ეს უმცროს მატეშიცს ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცევს ავსტრიაში და 31-ე უმდიდრეს ადამიანად მსოფლიოში.

წყარო: lovemoney

თეონა რამაზაშვილი