საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 5 ჩინური კომპანიას სურს - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ 245,886- მილიონიან ტენდერში განაცხადი სწორედ ამ რაოდენობის კომპანიას აქვს შეტანილი.
სატენდერო დოკუმენრაციის მიხედვით, საქმე ეხება საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის (კმ 0+440 კმ 4+940 მონაკვეთის, ლოტი-1) მშენებლობას.
ტენდერში წინადადებების მიღება 14 აგვისტოს დაიწყო და მიღება 18 აგვისტოს დასრულდა, ამჟამად ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.
ტენდერში მონაწილე კომპანიები და მათი შეთავაზებები კი ასე გამოიყურება:
თუ სატენდერო პირობებს გავითვალისწინებთ, ამ დროისთვის China Railway 23rd Bureau Group შეიძლება ფავორიტად ჩაითვალოს, რადგან მას ყველაზე დაბალი შეთავაზება აქვს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გზის მშენებლობა გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.