თბილისში საკმაოდ ბევრი კერძო ბაღია და მშობლისთვის არც ისე რთულია სასურველის არჩევა. თუკი ბიუჯეტში შეზღუდული არ ხართ, სასურველი ბაღის პოვნა ნებისმიერ ლოკაციაზეა შესაძლებელი. ფასები საშუალოდ 450 ლარიდან იწყება და წლიურად 7 500 ლარამდე ადის.
ისინი საკმაოდ მრავალფეროვან მომსახურებას გვთავაზობენ, ბავშვზე მორგებული ინდივიდუალური გრაფიკით, რაც დღესდღეობით ფუფუნებაა.
გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
- ვალდორფის ბაღი - თვის ღირებულება - 450 ლარი
- საბავშვო ბაღი Family - თვის ღირებულება - 550 ლარი
- საბავშვო ბაღი პატრონიუსი - წლიური გადასახადი 7500 ლარს შეადგენს
- თავისუფალი ბაღი მაზერ.ჯი - თვის ღირებულება - 600 ლარი
- საბავშვო ბაღი ანბანელა - თვის ღირებულება - 550 ლარი
- საბავშვო ბაღი ალუბლები - თვის ღირებულება - 470 ლარი
- საბავშვო ბაღი ნევერლენდი - თვის ღირებულება - 600 ლარი
- ეკო საბავშვო ბაღი - თვის ღირებულება - 600 ლარი
- ბრიტანულ - ქართული საბავშვო ბაღი-ABC - თვის ღირებულება 600 ლარი