წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის მე-2 კვარტალში 505.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მე-2 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 29.9 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2023 წლის მე-2 კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 23.3 პროცენტით შემცირდა და 72.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 14.4 პროცენტია. რეინვესტიციამ 422.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი წილი 83.5 პროცენტით განისაზღვრა.
2023 წლის მე-2 კვარტალის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებია: