საქართველოში ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს 2,2-ჯერ აღემატება. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის ორ კვარტალში ქვეყანაში განხორციელდა 1.072 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ფულადმა გზავნილებმა კი იანვარ-ივნისში 2.367 მლრდ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ფულადი გზავნილები უფრო მეტად იზრდება, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. მაგალითად, 2022 წელს საქართველოში განხორციელდა 2.097 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ფულადმა გზავნილებმა კი 4.372 მლრდ დოლარი შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ბოლო 5 წლის სტატისტიკას როგორც ფულადი გზავნილების, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით:
ფულადი გზავნილები 2018-2022 წლები:
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2018-2022 წლები:
საერთო ჯამში, გამოდის, რომ 2018-დან 2022 წლის ჩათვლით საქართველოში ფულადმა გზავნილებმა 11.918 მლრდ დოლარს გადააჭარბა, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა კი 6.648 მლრდ დოლარს.