„თუ ავტომობილს არ ექნება ზამთრის საბურავი და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი, პატრული არ დაუშვებს კონკრეტულ ტერიტორიაზე“

„თუ ავტომობილს არ ექნება ზამთრის საბურავი და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი, პატრული არ დაუშვებს კონკრეტულ ტერიტორიაზე,“ - ამის შესახებ ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა ირაკლი იზორიამ განაცხადა.

„იყო შემთხვევები, როდესაც მაღალმთიან რეგიონში ვერ ადიოდნენ ავტომობილები, ამის გამო ჩახერგილი იყო მაღალმთიანი რეგიონები. საპატრულო პოლიციის მიერ ხდებოდა საგზაო მოძრაობის წესების გაკონტროლება. თუ ავტომობილს აქვს ზამთრის საბურავი და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი, პატრული დაუშვებს კონკრეტულ ტერიტორიაზე. თუ ასე არ იქნება ავტომობილი გამართული, პატრულს კანონმდებლობით ექნება უფლება, რომ ნება არ დართოს ავტომობილს გზა გააგრძელოს“,- აღნიშნა ირაკლი იზორიამ მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

იხილეთ ასევე: ზამთარში მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ან ზამთრის საბურავების გარეშე მოძრაობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდება

თაია არდოტელი