ბრიტანეთის სამეფო ოჯახი 46 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებს ზედამხედველობს. ეს საგანძური დაცულია ერისთვის და ტექნიკურად არ ეკუთვნის ვინდსორებს. თუმცა, კომპანია ფლობს სანდრინგჰემის სახლს და ბალმორალის ციხეს, სხვა საკუთრებებს, ძვირფასეულობებს, ხელოვნების ნიმუშებს, სარბოლო ცხენების პორტფელს და ა.შ.
ძვირფასი კერძო ნივთები არ არის თანაბრად განაწილებული ოჯახებს შორის და ზოგიერთი წევრი ბევრად უფრო მდიდარია, ვიდრე სხვები.
საინტერესოა რა ქონებას ფლობს სამეფო ოჯახის თითოეული წევრი?
უელსის პრინცი ლუი: 500,000 დოლარი
უილიამისა და ქეითის ყველაზე უმცროსი შვილი სავარაუდოდ 500 000 დოლარის პირად ქონებას უკვე ფლობს. ეს ქონება შედგება საჩუქრებისგან, რომელიც სამეფოსგან მიიღო, ისევე როგორც მემკვიდრეობა და სატრანსპორტო ფონდები.
უელსის პრინცესა შარლოტა: 500,000 დოლარი
პრინცესა შარლოტა სავარაუდოდ, იმავე ოდენობის ქონებას ფლობს, რასაც მისი უმცროსი ძმა.
უელსის პრინცი ჯორჯი: 500,000 დოლარი
ყველაზე სანდო ინტერნეტ შეფასებით, პრინცი ჯორჯის წმინდა ქონება 500 000 დოლარია.
თუმცა, ცხადია, რომ 10 წლის მომავალი მეფე საჩუქრებისა და მემკვიდრეობის წყალობით მოგვიანებით ცხოვრებაში ბევრად უფრო მდიდარი გახდება.
დედოფალი კამილა: 5 მილიონი დოლარი
სანამ ის და პრინცი ჩარლზი დაქორწინდებოდნენ, კამილა პარკერ-ბოულსმა მისი ერთი-ერთი წინაპრისგან მემკვირდეობა მიიღო.
მისი აქტივია Ray Mill House, ქონება ვილტშირში, რომელიც კამილამ 1994 წელს განქორწინების შემდეგ 1,1 მილიონ დოლარად იყიდა.
სასექსის პრინცი არჩი: 5 მილიონი დოლარი
გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი წლის პრინცი არჩის სიმდიდრე 5 მილიონი დოლარიდან 10 მილიონ დოლარამდე მერყეობს. თუმცა, დიდი ალბათობით, ინფორმაცია გაზვიადებულია. სხვა მედიებზე დაყრდნობით, არჩის სიმდიდრე ბევრად მოკრძალებულია, ვიდრე უილიამის და ქეითის შვილების ქონება.
ქეითი, უელსის პრინცესა: 10 მილიონი დოლარი
როდესაც 2011 წელს პრინც უილიამზე დაქორწინდა, ქეით მიდლტონი უბრალო ადამიანი იყო, მაგრამ ნამდვილად არ ითვლებოდა ღარიბად.
ქეითი არის მიდლტონების მიერ შექმნილი სატრასტო ფონდის მიმღები და პრინცესას აქვს შთამბეჭდავი აქტივები, მათ შორის, მისი გარდაცვლილი დედამთილის ნიშნობის ბეჭედი და დიზაინერის გარდერობი, რომლის ღირებულება 1 მილიონ დოლარზე მეტია.
პრინცი ჰარი, სასექსის ჰერცოგი: 60 მილიონი დოლარი
პრინცი ჰარი, რომელმაც სამეფო ოჯახის წევრის წოდებაზე უარი თქვა და 2020 წელს აშშ-ში გადავიდა, საგრძნობლად დიდი ოდენობის ტანხის გამომუშავება შეძლო.
მრავალმილიონიანი წიგნი, პოდკასტი, ტელევიზია და სხვა გარიგებები მას დაეხმარა 60 მლნ დოლარი შეეგროვებინა.
მეგანი, სასექსის ჰერცოგინია: 60 მილიონი დოლარი
ამბობენ, რომ პრინც ჰარის გაცნობისას, სატელევიზიო დრამაში Suits და The Tig შესრულებული როლების წყალობით, მეგან მარკლი 5 მილიონ დოლარზე მეტს ფლობდა.
წყვილის ყველაზე დიდი გარიგება მათი ფირმის Archewell Productions-ის Netflix-თან გარიგებაა.
უილიამი, უელსის პრინცი: 100 მილიონი დოლარი
ყველაზე სანდო წყაროს შეფასებით, პრინც უილიამის ქონება 100 მილიონ დოლარს შეადგენს.
დედისა და ბებიის მიერ დატოვებული ფულის გარდა, დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, ტახტის მემკვიდრეს კორნუოლის საჰერცოგო გადაეცა, რაც მას წლიურად 7,5 მილიონ დოლარს გამოუმუშავებს.
მეფე ჩარლზ III: 2,3 მილიარდი დოლარი
მეფე ჩარლზს გარდაცვლილი დედოფლის ქონების დიდი ნაწილი დარჩა.
აპრილში The Guardian-მა ჩაატარა მონარქის პირადი სიმდიდრის პირველი სასამართლო ექსპერტიზის ანალიზი, რომელმაც აღმოაჩინა 415 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლეები, ციხესიმაგრეები, მამულები, მათ შორის სანდრინგემი და ბალმორალი, მსოფლიო დონის ხელოვნება, მანქანებისა და მარკების კოლექციები, მდიდრული სამკაულები და სხვა.
ანალიზის მიხედვით, მეფის წმინდა ქონება 2,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
წყარო: lovemoney.com