რუსებისთვის შემოდგომის ტურებში საქართველოს მიმართულება, ზაფხულთან შედარებით, 10,3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ მოგზაურობის დაგეგმვის სერვის OneTwoTrip-ის კვლევაში წერია.
თუმცა შემოდგომის პოპულარულ მიმართულებებში საქართველო რუსებისთვის ტოპ 10-ეულში აღარ შედის და მხოლოდ მე-18 ადგილზეა.
სია ასეთია:
კომპანიის მონაცემებით, რუსი ტურისტების უმეტესობა შემოდგომაზე სტამბოლის მონახულებას გეგმავს, რომლის წილიც ყველა უცხოური სასტუმროს ჯავშნებში 10,2%-ია. შემდეგი არის ერევანი 4,5%-ით, დუბაი - 2,8%-ით, რომელსაც სიაში პარიზი, რომი, ბანგკოკი, რიმინი, თბილისი, მინსკი და ანტალია მოსდევს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ