2023 წლის 8 თვეში რუსეთთან სავაჭრო ბრუნვამ 1 686 897 800 აშშ დოლარი შეადგინა. ბრუნვის მიხედვით, რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა და მას მხოლოდ თურქეთი უსწრებს.
საქსტატის მონაცემებით, წლიურად საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 15.3%-ით, ხოლო იქიდან იმპორტი 14.7%-ით გაიზარდა. კერძოდ, იანვარ-აგვისტოში საქართველოდან რუსეთში 461 385 700 აშშ დოლარის ექსპორტი და 1 225 512 100 აშშ დოლარის იმპორტი განხორციელდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა პროდუქტები იყიდა და გაყიდა საქართველომ რუსეთში ყველაზე დიდი რაოდენობით.
2023 წლის იანვარ-აგვისტოში ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი რუსეთში:
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 112 112 400 აშშ დოლარი;
- მსუბუქი ავტომობილები (ცალი) - 66 642 000 აშშ დოლარი;
- ფეროშენადნობები - 45 373 400 აშშ დოლარი;
- მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - 42 906 900 აშშ დოლარი;
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 41 956 000 აშშ დოლარი.
2023 წლის იანვარ-აგვისტოში ტოპ-5 რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტი:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 435 049 400 აშშ დოლარი;
- ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - 96 360 400 აშშ დოლარი;
- ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 34 610 300 აშშ დოლარი;
- ხორბალი და მესლინი - 32 045 400 აშშ დოლარი;
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 29 289 200 აშშ დოლარი.