გეოგრაფიული აღნიშვნა „ნაბეღლავი“ „საქპატენტში“ 2011 წლის 13 დეკემბერს არის რეგისტრირებული.
„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.
ინფორმაციას ნაბეღლავის წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.
წყალი ხასიათდება უნიკალური სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებებით. გამოიყენება საჭმლის მომნელებელ ორგანოთა და შარდის სადინარების დაავადებათა სამკურნალოდ, ასევე, ნივთიერებათა ცვლის მოშლის დროს.
ნაბეღლავი ნახშიროჟანგიანი ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი მინერალური წყალია, საერთო მინერალიზაციით 2,5-12 გ/დმ3.
მაშინ, როდესაც ნაბეღლავში სანატორიუმი ფუნქციონირებდა, დასვენებისა და მკურნალობის მიზნით, ხალხი მთელი საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან ჩადიოდა. ინტენსიურად სვამდნენ მინერალურ წყალს. როგორც ცნობილია, სამკურნალო კურსი მოიცავდა 12-18 დღიან პერიოდს. ეს წყალი გამოიყენებოდა, როგორც დასალევად, ასევე, აბაზანების მისაღებად. 90-იან წლებში სანატორიუმი გაუქმდა და ახლა მხოლოდ ქარხნულად ჩამოსხმული წყალია ხელმისაწვდომი.