კომპანია Q Energy-მა საფრანგეთში ევროპაში უდიდესი Les Ilots Blandin-ის მცურავი მზის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო.
თავდაპირველად, ელექტროსადგურის სიმძლავრე 66 მეგავატზე იყო გათვლილი, თუმცა მოგვიანებით 74.3 მეგავატამდე გაიზარდა.
როგორც მოსალოდნელია, მშენებლობის დასრულებას, დაახლოებით, 18 თვე დასჭირდება და ექსპლოატაციაში 2025 წელს შევა.
134,649 მზის პანელი 127 ჰექტარის ფართობზე განთავსდება და 6 კუნძულის სახეს მიიღებს, მოამარაგებს ენერგიით 37,000 ადამიანს და 18,000 ტონა CO2-ის ემისიას აარიდებს მათ თავიდან.