ცნობილი სახეების ძვირად ღირებული სხეულის ნაწილები - ვის რა აქვს დაზღვეული?

საიდუმლო არ არის, რომ მსოფლიოს ვარსკვლავები სხვადასხვა სფეროში, სხეულის ნაწილებს იზღვევენ. მათი მრავალმილიონიანი ღიმილი ან ფეხები მილიონობით დოლარად არის დაზღვეული და ზოგჯერ ეს თანხა ნამდვილად საოცარ მაჩვენებელს აღწევს.

წარმოგიდგენთ დეტალებს მათ შესახებ:

დევიდ ბექჰემი

დაზღვეული სხეულის ნაწილები: ფეხები, ტერფები, თითები

თანხა - 195 მილიონი დოლარი

დევიდ ბექჰემმა საფეხბურთო კარიერა ახალგაზრდა ასაკში დაიწყო და 14 წლის ასაკში მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა. მან ასევე დააარსა "დევიდ ბექჰემის საფეხბურთო აკადემია" ლონდონში და ლოს ანჯელესში.

ფეხბურთის გარდა, ბექჰემი UNICEF-ის სპორტის განვითარების პროგრამაზე კეთილი ნების ელჩი გახდა. იგი მონაწილეობს სხვადასხვა რეკლამებსა და ფილმებშიც.

მის შემთხვევაში, ყველაზე ძვირფასი აქტივია მისი ფეხები. ბექჰემმა ფეხების დასაცავად 70 მილიონი დოლარის ღირებულების სადაზღვევო პოლისი გააფორმა. პოლისი მოიცავს მის ფეხებზე მიყენებული ნებისმიერი დაზიანების ან სხვა გაუთვალისწინებელ გარემოებების ანაზრაურებას.

გარდა ამისა ბექჰემმა, 195 მილიონ დოლარად მთელი სხეულიც დააზღვია.

კრიშტიანუ რონალდუ

დაზღვეული სხეულის ნაწილები: ფეხები

თანხა - 144 მილიონი დოლარი

პროფესიონალი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ 2021 წელს ჟურნალ Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენებს შორის მე-3 ადგილზე იყო.

ვინაიდან ის "რეალ მადრიდის" ერთ-ერთი ვარსკვლავია, ფეხები სოლიდურ თანხაში დააზღვია. მიუხედავად იმისა, რომ პოლისის ზუსტი პირობები უცნობია, რსებობს ვარაუდი, რომ ის შეიძლება იყოს 100 მილიონიდან 144 მილიონ დოლარამდე.

გარდა მისი ფეხებისა, რონალდუს მთელი სხეული დაზღვეული აქვს 200 მილიონ დოლარად. ეთანხმება ნებისმიერ შემთხვევას ანაზღაურებს.

ჯულია რობერტსი

დაზვეული სხეულის ნაწილები: დაზღვევა ღიმილი

თანხა - 30 მილიონი დოლარი

გარდა მსახიობობისა, ჯულია რობერტსმა დიდი დრო დაუთმო UNICEF-ს. მან გააკეთა მრავალი საქველმოქმედო სამუშაო მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. 2000 წელს კი გადაიღო დოკუმენტური ფილმი "ჩუმი ანგელოზები".

მაშინ, როცა ცნობილი ადამიანების უმეტესობამ ფეხები ან უკანალი დაიზღვია, ჯულიამ მისი ღიმილის დაზღვევაში 30 მილიონი დოლარი გადაიხადა.

ჯენიფერ ლოპეზი

დაზღვეული სხეულის ნაწილები: დუნდულები

თანხა - 27 მილიონი

ჯენიფერ ლოპესი არის პირველი ლათინოამერიკელი ქალი, რომელმაც ბილბორდის მიერ მუსიკის სფეროში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო მიიღო.

მან მისი ცნობილი დუნდულები 27 მილიონ დოლარად დააზღვია.

ტეილორ სვიფტი

დაზღვეული სხეულის ნაწილები: ფეხები

თანხა - 40 მილიონი დოლარი

ტეილორ სვიფტი ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორია. მან თერთმეტჯერ მოიგო პრესტიჟული გრემის ჯილდო. ცნობილია როგორც "ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი", რომელმაც გრემი მოიგო.

რაც შეეხება სხეულის ნაწილების დაზღვევას, გავრცელებული ინფორმაციით, ტეილორ სვიფტმა, 2015 წელს ფეხები 40 მილიონ დოლარად დააზღვია - 20 მილიონ დოლარად თითო ფეხი.

წყარო: startuptalky.com

თეონა რამაზაშვილი