სს თელასმა 2023 წლის პირველი ორი კვარტლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 6 თვეში კომპანიამ 109.1 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც დაახლოებით, 6 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამავდროულად, დაახლოებით, 15 მილიონი ლარით, 50%-ით გაიზარდა კომპანიის მოგება 2023 წლის იანვარ-ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 45.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ამავე ანგარიშის მიხედვით, კომპანიის კაპიტალი 303 მლნ ლარს შეადგენს, 2022 წლის შესაბამის პერიოდში კი 257.7 მლნ ლარს შეადგენდა.
ცნობისთვის, "თელასის" აქციების საკონტროლო პაკეტს (75.108%) ფლობს ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული კომპანია Silk Road Holdings B.V, რომლის დამფუძნებელიც რუსული ენერგოგიგანტი "ინტერ რაოა." 24.529%-ს ფლობს შპს "ბეტს ენერჯი გრუპ," 0.363%-ს კი დანარჩენი აქციონერები.