რუსეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა, 2023 წლის იანვარ-ივნისში 7-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შარშან რუსეთიდან 108 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც, მათივე მტკიცებით, რეკორდული წლიური მაჩვენებელია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსეთზე გაზრდილ ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე სრული კვლევა კვირის ბოლოს გამოქვეყნდება.