კიბერთაღლითებმაც დრო იპოვეს და მომხმარებლების ანგარიშებს შეუტიეს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე წერს.
მისი თქმით, მომხმარებელს კიბერთაღლითები ძირითადად უგზავნიან შეტყობინებას, რომ გათამაშების ქულები მოიგო.
,, კიბერთაღლითებმაც დრო იპოვეს და მომხმარებლების ანგარიშებს შეუტიეს.
ყურადღებით, კიბერთაღლითობის ახალი სქემა!
მომხმარებელს მობილურზე მისდის შეტყობინება, რომ მან გათამაშებაში მოიგო რაღაც ქულები, რის გასანაღდებლადაც საჭიროა ბმულზე გადასვლა. ბმულზე გადასვლის შემდეგ კი, შესაძლებელია, როგორც მომხმარებლის პირადი საბანკო ინფორმაციის მოპოვება, ასევე მისი ანგარიშიდან თანხის მოპარვა. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, თუ რა უნდა ვიცოდეთ, რომ არ დავზარალდეთ:
არ ენდო გათამაშების ან მოგებული ქულების შესახებ sms-ით, WhatsApp-ით ან Viber-ით მიღებულ ბმულს.
არ გადახვიდე და არ შეიყვანო შენი საბანკო ინფორმაცია მსგავს ბმულებზე.
დარწმუნდი, რომ სწორად არის მითითებული გამომგზავნი კომპანიის დასახელება და ვებგვერდის მისამართი.
ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, დარეკე კომპანიის ცხელ ხაზზე ან მიწერე შეტყობინება" - წერს კეპულაძე.