მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance რუსეთის ბაზარს სრულად ტოვებს. ამის შესახებ ცნობილი ხდება კომპანიის განცხადებიდან, რომლის თანახმადაც, კრიპტობირჟამ მიაღწია შეთანხმებას რუსეთში ბიზნესის CommEX-ისთვის მიყიდვის თაობაზე.
Binance-ის ცნობით, ბაზრიდან გასვლის პროცესს, დაახლოებით, 1 წელის დასჭირდება და ყველა რუსი მომხმარებლის აქტივი დაცული იქნება.
"ვაცნობიერებთ, რომ რუსეთში ოპერირება Binance-ის სამომავლო სტრატეგიასთან თანხვედრაში არაა," - წერია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამავდროულად, განსხვავებით სხვა საერთაშორისო კომპანიებისგან, Binance არც შემოსავლიდან მიიღებს წილს და გამოსყიდვის უფლებას დაიტოვებს.