"საწვავის ფასი კვლავ მოიმატებს და 1 ლიტრის ღირებულება საშუალოდ 4 ლარი გახდება",- ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე წერს.
როგორც ის საკუთარ პოსტში აღნიშნავს, ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, რომელთა შორისაა, ინფლაცია, ვალუტის კურსი, არასტაბილური მონეტარული პოლიტიკა და ლოჯისტიკური ხარჯები.
"საწვავის ფასის გაძვირებას განაპირობებს შემდეგი ფაქტორები:
ზემოთ აღნიშნული 4 ნიუანსის გათვალისწინებით, ერთი ლიტრი საწვავის ფასი უახლოესი ერთი თვის განმავლობაში დარეგულირდება საშუალოდ 4 ლარის ფარგლებში.
გამოსავალი:
რუსული საწვავის ანულირებით ქართულ ნავთობიმპორტიორებს მოუწევთ იხელმძღვანელონ პლაცის ფასში რაც როგორც აღვნიშნე 30% ით აძვირებს საწვავის ფასს.
შეჯამებისთვის, პლაცის ფასის, გაუფასურებული ლარის და ახალი ლოჯისტიკური ფასის გათვალისწინებით ერთი ლიტრი საწვავის საშუალო ფასი გახდება 4 ლარი",- წერს აბესაძე.