ევროზონაში ინფლაცია თითქმის 2-წლიან მინიმუმზეა, რაც იმედს აჩენს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ციკლს შეწყვეტს.
Eurostat-ის მონაცემებით, ევროგაერთიანებაში ფასები 4.3%-ით გაიზარდა სექტემბერში, რაც აგვისტოსთან შედარებით 0.9%-ით დაბალია. ბოლოს ამ დონეზე ინფლაცია 2021 წლის ოქტომბერში იყო.
საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს ენერგიისა და საკვების არასტაბილურ ფასებს, სექტემბერში 4.5%-მდე შემცირდა წინა თვის 5.3%-იანი მაჩვენებლიდან.
აღსანიშნია, რომ მაღალ ინფლაციასთან გასამკლავებლად ECB-მა ზედიზედ ათჯერ გაზარდა, რის შედეგადაც, სადეპოზიტო განაკვეთმა -0.5%-დან 4%-მდე მოიმატა.
ცნობისთვის, გასულ წელს ინფლაცია ევროზონაში 10.6%-ზე იყო, თუმცა მას შემდეგ თანდათან მაჩვენებელი დასტაბილურდა.