მთავრობა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებას რეკორდულ 110 მილიონ ლარამდე ზრდის

2024 წელს მთავრობა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებას რეკორდულ 110 მილიონ ლარამდე ზრდის - ამის შესახებ აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, თუ 2022 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი 82 307 200 მილიონი ლარით ფინანსდებოდა, 2023 წლის გეგმით ეს თანხა - 101 190 000 ლარი იყო, ხოლო მომავალ წელს ბიუჯეტის პროექტით საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 110 302 000 ლარამდე იზრდება.

ცნობისათვის, ეს არის 2024 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომელიც შესაძლოა, დამტკიცებამდე დაკორექტირდეს.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული შენობა 2022 წელს მერვე აუქციონზე გაიყიდა. კოსტავას 68 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები "ვისოლ ჯგუფმა" იყიდა. ინვესტორი აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური ცენტრის განვითარებას გეგმავს. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მშენებარე შენობაში გადავა.

თაია არდოტელი