რუსული რუბლი ამერიკულ დოლართან მიმართებით მკვეთრად უფასურდება

რუბლის კურსი დოლართან მიმართებით ყველა დროის მინიმუმთან ახლოსაა.

1 ამერიკული დოლარი ამჟამად 99.5 რუბლი ღირს. რუსული ვალუტა ახლოსაა 100-დოლარიან ნიშნულთან, რომლის გადაკვეთამაც მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყნის ეროვნულ ბანკს საპროცენტო განაკვეთების გაზრდა აიძულა.

აგვისტოს შეხვედრაზე ეროვნულმა ბანკმა განაკვეთები 8.5%-დან 12%-მდე გაზარდა, გასულ თვეში კი კიდევ ერთი პროცენტული პუნქტით, 13%-მდე.

აღსანიშნია, რომ აგვისტოში განაკვეთების ზრდა ყველაზე მკვეთრი იყო უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ და როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ელვირა ნაბიულინა ამბობს, ამის გარეშე რუბლი ბევრად უფრო გაუფასურებული იქნებოდა.

usdrub-cur-1696318730.jpeg

კახი ჩაკვეტაძე