საავტომობილო გადაზიდვები გაიზარდა - რა გაგვაქვს და შემოგვაქვს ყველაზე დიდი რაოდენობით

საავტომობილო გზით გადაზიდვები, განსაკუთრებით ექსპორტი გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, წელს 8 თვეში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით ბრუნვამ 7,436 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე 1,8 მლნ აშშ დოლარით მეტია. 2022 წლის 8 თვეში საავტომობილო გზით გადაზიდვებმა 5,629 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ამავე მონაცემების მიხედვით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით 2,791 მლრდ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 1,567 მლრდ აშშ დოლარის. რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში 4,644 მლრდ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, 2022 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში 4,062 მლრდ აშშ დოლარის.

"ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რაც წელს ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიტანეთ და გავიტანეთ საავტომობილო გზით.

ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 329,864 მლნ აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 244,049 მლნ აშშ დოლარი
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 89,266 მლნ აშშ დოლარი
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 84,820 მლნ აშშ დოლარი
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 65,084 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 1,332 მლრდ აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 139,803 მლნ აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 69,922 მლნ აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 63,429 მლნ აშშ დოლარი
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 62,432 მლნ აშშ დოლარი

ნინი ქეთელაური